მილანის “ინტერის” ნახევარმცველის, სტეფანო სენსის აგენტმა, ბეპე რიზომ დაადასტურა, რომ მისი კლიენტის შეძენით “ბარსელონა” და “მანჩესტერ სიტია” დაინტერესებული.
“სენსის შეძენა “ბარსელონას” და “მანჩესტერ სიტის” სურს, ჩემი კლიენტის მიმართ ამ ორი კლუბის ინტერესი ჯერ კიდევ ზაფხულში გავიგე. ჩემთვის გასაკვირი არაფერია. ჯერჯერობით სტეფანოს მცირე ევროპული გამოცდილება აქვს, თუმცა ის ამაზე ბევრს მუშაობს.” – განაცხადა, რიზომ.




აი ეს რა ჯანდაბად გვინდა ვინმემ ამიხსენით
მოიყვანეთ მარა აზრი არ აქვს ვალიკოს ხელში
კაი ფეხბურთელია ისე დაუღალავია პლუს კლასნია