“ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, ერიკ აბიდალმა, “აიაქსის” ყოფილი მცველის, მატიას დე ლიხტის ტრანსფერი გაიხსენა, რომელიც საბოლოოდ ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა. იტყობინება, Sport.
“დე ლიხტს აქ გადმოსვლა არ სურდა და ამის შესახებ მე მაუწყა. მან მითხრა, რომ უბრალო გადაიფიქრა. ამ ფეხბურთელს თამაში და მხოლოდ თამაში სურდა, რაც “ბარსელონაში” გარანტირებული ვერ ექნებოდა. დარწმუნებით ვერ ვიტყვი, სინამდვილეში სურდა თუ არა მას “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში თამაში, თუმცა მას შემდეგ, რაც ის “იუვენტუსს” შეუერთდა, შემიძლია ვთქვა – არ სურდა.” – განაცხადა, აბიდალმა.

სანამ კიელინი ტრამვას მიიღებდა იუვეშიც სკამზე იჯდა ეგრე დააბოლოს ის გასიებული რაიოლა მეტი ხელფასი დაუნიშნა იუვემ და გაიქცა იქ რაიოლა რო გეყოლება აგენტად იმ ფეხბურთელისგან სხვას არაფერს უნდა ელოდო