“ბარსელონას” ესპანელმა მცველმა, ჟერარ პიკემ საკუთარ შემოსავლებთან დაკავშირებით ხმამაღალი ხუმრობით განაცხადა. იტყობინება, La Resistencia.
“თუ ამ წლის ესპანეთის ბიუჯეტს შევადარებთ, ჩემი შემოსავალი გაცილებით მეტია.” – თქვა, ესპანელმა.
თუ ოფიციალურ წყაროებს დავუჯერებთ, 32 წლის ფეხბურთელს წლიური შემოსავალი წელიწადში 5.8 მილიონი ევროა. პიკეს საკუთრებაშია კომპანია Kerad-იც, რომელიც მობილურ თამაშებს აწარმოებს. პიკე ასევე ფლობს კომპანია Natrus-ს, რომელიც ხორცის პროდუქტებს აწარმოებს, ასევე ძირითადი აქციონერია სათვალეების ბრენდის (Kypers), ესპანელის საკუთრებაშია კომპანია Cosmos-იც, რომელმაც დევისის თასის (ჩოგბურთი) ლიცენზია შეიძინა.

= "დაცვას მიხედე პიკე (ხვედელიძე), დაცვას"! = იპოლიტე ფილმიდან "ფეოლა"!!!
მილიონი თუ მილიარდი???
მაშინაც ვწერდი და ეხლაც იგივე აზრზე ვარ , რომ დე ლიხტის ხელიდან გაშვება ათწლეულის უდიდესი შეცდომა იყო . დე ლიხტი სათამაშო დროს ითხოვდა და მართალიც იყო და ვის შეეწირა მისი ტრანსფერი : ტრავმირებულ უმტიტის , რომელმაც საკუთარი იდიოტიზმის გამო , ოპერაცია არ გაიკეთა და მთელი წელია ტრავმა აქვს (ისევ ტრავმირებულია) , პიკე , რომელიც დამსახურების მიუხედავად , იმის ნახევარიც აღარ არის და ლენგლე , რომელც საერთოდ არ რის ბარსას დონის , ხოდა ეხლა წერეთ ზოგ-ზოგიერთებმა , რა ჩემ ფეხებათ გვინდა დე ლიხტივოო !!
5.8 მილონი ?
შენ ძმაო ფეხბურთელი ხარ თუ აბრამოვიჩი? მაგდენ რამეს რომ ხარ შეჭიდებული იმიტომ გვაქვს დაცვაში საქმე კარგად!. დე ლიხტის ხელიდან გაშვება უდიდესი შეცდომა იყო ჩემი აზრით.
თამაშს მიხედე თამაშს ყველა რო გათრევს მოედანზე
ბიზნესი კაია მარა ლიგა გვინდა :((((
შემოსავალზე საუბარს, სჯობს თამაშს მიხედო, რომელიც რეგრესს განიცდის.