ესპანეთის ნაკრების თავკაცს, ვისენტე დელ ბოსკეს, ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ დღევანდელი მატჩი იქნება სანახაობრივი. როგორც იცით, დღეს, ესპანეთის თასის ფინალში, ერთმანეთს ხვდებიან “ბარსელონა” და “რეალი”. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.
ვისენტე დელ ბოსკე დარწმუნებულია კლუბების მაღალ კლასში: “ესპანეთის თასი – საფეხბურთო ფიესტა. აღვნიშნავ, რომ თამაში იქნება ძალიან დაძაბული. არ არის გამორიცხული ტრავმები და წითელი ბარათები. მაგრამ ყველაზე მთავარია ისაა, ღირსეულმა გაიმარჯვოს. რაც შეეხება მადრიდის “რეალის” ტაქტიკას, რომლითაც ჟოზე მოურინიომ ათამაშა გუნდი ლა ლიგის 32–ე ტურში, არ დავუწყებ გაკრიტიკებას, ეს მე არ მეხება. უბრალოდ ვიტყვი, რომ ყველა მწვრთნელი აკეთებს იმას, რაც საუკეთესოდ მიაჩნია”. დაასრულა ვისენტე დელ ბოსკემ.

