workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა: ხალხის სიყვარული – ყველაზე დიდი ჯილდო ფეხბურთელისთვის

ინიესტა: ხალხის სიყვარული – ყველაზე დიდი ჯილდო ფეხბურთელისთვის

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ “ვალიადოლიდთან” გამარჯვების შემდეგ, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 4:0 მოიგო, განაცხადა, რომ გუნდი ყოველთვის თავის თავზე უნდა იყოს დამოკიდებული,გვატყობინებს  Marca.

რა თქმა უნდა, ინიესტა მადრიდის “რეალს” გულისხმობდა.

“მე ძალიან მინდოდა მოედანზე გასვლა და სეზონის მაჟორულ ნოტაზე დასრულება. მე ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ გავხდით ესპანეთის ჩემპიონები. ახლა მთელი ყურადღება მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა გადავიტანოთ. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომელთაც ასე ძალიან ვუყვარვართ. მე მზად ვარ გავაგძელო ბრძოლა კიდევ უფრო მეტი ტიტულისთვის. ხალხის სიყვარული – ეს ყველაზე დიდი ჯილდოა ფეხბურთელისთვის. ასევე აღვნიშნავ, რომ გუნდი ყოველთვის საკუთარ თავზე უნდა იყოს დამოკიდებული და სხვის “ჩავარდნას” არ უნდა ელოდეს”, – განაცხადა ინიესტამ.

წყარო: Barca.ru

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward