ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყნის სუპერ თასი ისტორიაში პირველად 4 კლუბის მონაწილეობით გაიმართება.
ტურნირში მონაწილეობას ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი “ბარსელონა”, თასის მფლობელი “ვალენსია”, და ლა ლიგაში მეორე და მესამე ადგილებზე გასული “ატლეტიკო” და “რეალი” ითამაშებენ.
ნახევარფინალები 2020 წლის 8 და 9 იანვარს ჩატარდება, ფინალი კი 12 იანვარს. წილისყრა ორშაბათს შედგება.
ჯერ ისევ უცნობია, სად გაიმართება შეხვედრები. აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მატჩები აზიაში ჩატარდებოდა, თუმცა, ფედერაციის ბოლოდროინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, ეს ნაკლებად სავარაუდოა.




აბა რა ქნან, რეალი ლიგას ვეღარ ყიდულობს რაც ვარ-ი ამოქმედდა, ლა ლიგაში კი ბარსა არაფერს არ ჩუქნის. ასე რომ იქნებ სადმე აფრიკაში ათამაშონ და ვინმე იქაური მსაჯი დანიშნონ, პერესს ფული არ ენანება.
რად უნდა ამდენი გართულება ამ ჟანგიან თასს. თუ 4 გუნდი ითამაშებს უფრო დააფასებენ? ან მეორე და მესამე ადგილოსანი რა შუაშია ამ თასთან.
მაგრად უბერავენ რა, რა შუაშია აქ რეალი და ატლეტიკო, რანაირი სუპერ თასია ეგ , სუპერთასი კი არა ახალი ტურნირია
8-9 იანვარს ნახ ფინალი და ფინალი 12ში? რა უბედურებაა რობოტები არიან ის კი არა ფეხბურთელები. ნახ ფინალში ჯობია კლასიკო დასვენებულები იქნებიან და კაი თამაში წავა ფინალში კი ვალენსია ჯობია ავტობუსა ატლეტიკოს
კლასიკო მინდა დაჯდეს
ასეთი თამაშით ვერ მოვიგებთ.
ვალვერდე თუ იქამდე გვეყოლება მითუმეტეს…