მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
As: გალიარდო ვალვერდეს დეკემბერში შეცვლის

As: გალიარდო ვალვერდეს დეკემბერში შეცვლის

არგენტინელი ყოფილი მწვრთნელი და ამჟამად საფეხბურთო კომენტატორი კლაუდიო ბორგი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

ბორგის თქმით, “რივერ პლეიტის” ამჟამინდელი დამრიგებელი მარსელო გალიარდო, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ერნესტო ვალვერდეს უკვე დეკემბერში შეცვლის.

ვალვერდეს გუნდიდან სეზონის ბოლოს წასვლა რომ გადაწყვეტილია, ეს აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ ბოლო ცნონებით, 55 წლის სპეციალისტმა, შესაძლოა, თანამდებობა მიმდინარე წელსვე დატოვოს.

მადრიდული As, ბორგიზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ვალვერდეს მარსელო გალიარდო შეცვლის. არგენტინელი ყოფილი მწვრთნელის მტკიცებით, მას ეს ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდა.

ესპანური გამოცემის ცნობით, ამ ინფორმაციაც “რივერ პლეიტიც” უარყოფს და “ბარსელონაც”.

23 ნოემბერს ლიბერტადორესის თასის ფინალია, რომელშიც გალიარდოს “რივერ პლეიტი” “ფლამენგოს” დაუპირისპირდება. არგენტინელებს შანსი აქვთ გახდნენ პირველი გუნდი 2001 წლის შემდეგ, რომელიც ლიბერტადორესის თასს ზედიზედ 2-ჯერ მოიგებს. ექნება კი გალიარდოს სხვა შანსი გუნდი ასეთი წარმატების ფონზე დატოვოს?

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (42)

  • Frenkie de Jong 21
    schedule 08 ნოე 2019, 23:45

    ოღონდ ეს წავიდეს და არ მინდა სხვა არაფერი.

  • ანდრესი
    schedule 08 ნოე 2019, 04:10

    ძლივს კაი ინფორმაცია არ გავიგე..ოღონდ ვალვერდე რა და გინდა ზივზივაძე დამიშნონ..