გუშინდელ საჩემპიონო მატჩში “ბარსელონას”ათიანმა ლეო მესიმ დუბლი შეასრულა. ეს გოლები იყო მისთვის ლა ლიგაში რიგით 33–ე და 34–ე. შესაბამისად ლეო მესი დაეუფლა “პიჩიჩისა”და “ოქროს ბუცს”. მესიმ “პიჩიჩის” დავაში თავის უშუალო კონკურენტს და თანამემამულეს გონსალო იგუაინს 7 ~ბურთით გაასწრო. ხოლო რაც შეეხება “ოქროს ბუცის” დავას, მესიმ 68 ქულის დაგროვება შეძლო, დიდიე დროგბას არგენტინელმა 10 ქულით გაასწრო. ლუის ნაზარეიო დე ლიმა, რონალდომ “ბარსელონას” რიგებში 1996/97 წლებში მოახერხა ესპანეთის ჩემპიონატში 34 გოლის გატანა, ეს სარეკორდო მაჩვენებელი ხელუხლებელი იყო. მესიმ ამ რეკორდის განმეორება შეძლო.
ოქროს ბუცის დავა: (ყველა ჩემპიონატი დასრულებულია)
Leo Messi (FC Barcelona), 34 goals and 68 points
Didier Drogba (Chelsea), 29 and 58
Antonio Di Natale (Udinese), 29 and 58
Gonzalo Higuaín (R. Madrid), 27 and 54
Luis Suárez (Ajax), 35 and 52,5
Wayne Rooney (Manchester United), 26 and 52
წყარო: fcbarcelona.cat