ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურამდე ერთი დღით ადრე, პრაღის “სლავიას” მთავარმა მწვრთნელმა, რომლის გუნდმაც “ბარსელონას” წინა მატჩში ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, პრესკონფერენცია გამართა.
“დარწმუნებული ვარ, რომ “ბარსელონა” უკეთესი იქნება.
წაგების შემდეგ განსაკუთრებით ფრთხილად ხარ, თანაც ისინი თავიანთი გულშემატკივრების თვალწინ ითამაშებენ. არა მგონია, ზედიზედ ორჯერ დამარცხება რომელიმე გუნდს სურდეს.
თუ სუარესი არა, დემბელე მაინც ითამაშებს, ასე რომ, მის არყოფნას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
ხშირად ამბობენ, რომ “კამპ ნოუ” მსოფლიოში ყველაზე დიდი სტადიონია, აქ ვარჯიშის შემდეგ კი ის კიდევ უფრო დიდი გვეჩვენა. თამაშს მოუთმენლად ველით”. – თქვა ჩეხმა სპეციალისტმა.

მართალია ზედიზედ ორჯერ არ წააგებს ბარსა ასე რომ ხვალ გადავუვლით სლავიას
ჯიგარი ხარ, შენი ერთი პროცენტი ტვინი მაინც მიეცი ჩვენს აფეთქებულ ვალიკოს ჰაა
სახლში აუცილებლად უნდა მოვიგოთ