გერმანელი ყოფილი ფეხბურთელი, დიტმარ ჰამანი, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში “ლივერპულსა” და “ბაიერნში” თამაშობდა, აცხადებს, რომ “ბარსელონადან” წასვლის შემდეგ ფილიპე კოუტინიოს თამაში არ გაუმჯობესებულა.
“მან “ბაიერნში” მატჩები უკვე ჩაატარა, მაგრამ მე მის თამაშში უკეთესობას ვერ ვხედავ.
ყველაზე მეტად ის არ მომწონს, რომ თუ ის ბურთს დაკარგავს, 90 წუთის განმავლობაში შეშინებულია და ნერვიულობა ეტყობა”. – ამბობს ჰამანი.
“ბაიერნს” ბრაზილიელი შემტევის 120 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება აქვს, თუმცა, დიდი ალბათობით, კოუტინიო სეზონის ბოლოს ისევ კატალონიაში დაბრუნდება.

მე მსურს ამის ბარსაში კვლავ ხილვა იმედი მაქვს რომ სხვა მწრვთნელთან ერთად უკეთ მოერგება
ამას არ გამოისყიდის ბაიერნი. პახოდუ არსად არ გაუშვებენ…დარჩება ისევბარსაში… იქეთ დემბელეს გაყიდიან და დაჭირდებათ კაცი. ხამესივით იქნება რა.
ადე ააცვი აქედან რა მიაცემინათ ამაში 150 😐 კაროჩე კლოპი არის შებერტყილი მიხვდა რო ამისგან სალამური არ გამოვიდოდა და გაუშვა. მაგიტომაა რო ვფიქრობთ ჩვენ შეცვლას ვერ ვახერხებთ. სულ იმის იმედი გვაქ სუა დაბრუნდება და ისევ გაიტანს გოლებს მარა მაგის აცმის დროც არის და უნდა გაჰყვეს ნახევარი კათარძისიც.
მოკლედ პრემიერ ლიგაშია ამის ადგილი რაა ჩაკეტილი გუნდების წინააღმდეგ 0-ია საერთოდ
დაბრუნდი კოუ დაბრუნდი..ახალ მწვრთნელთან ყველაფერი გამოგივა..მთავარია სწორად გამოგიყენონ <3 მომენატრა ისე ამის გასროლები..იშვიათი მარა დასამახსოვრებელი <3