კატალონიის ”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა კვლავ მიიჩნევს, რომ ესპანეთის თასის ფინალში ”ბლაუგრანას” კარი ხოსე პინტომ უნდა დაიცვას, იტყობინება ესპანური გამოცემა ”ას”.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაში, ”შახტარის” წინააღმდეგ გამართულ პირველ მეოთხედ-ფინალურ მატჩში პინტომ ტრავმა მიიღო, გვარდიოლა მას მაინც ანდობს ”ბარსელონას” კარის დაცვას.
მიმდინარე სეზონში პინტო თოთხმეტი მატჩის განმავლობაში იცავდა ”ბარსას” კარს. აქედან, პინტო რვაჯერ მოგვევლინა ესპანეთის თასის გათამაშებაში, ოთხჯერ ესპანეთის ჩემპიონატში და ორჯერ ჩემპიონთა ლიგაში. ჯამში მან შვიდჯერ მიიღო ბურთი საკუთარ კარში.

