“ლევანტესთან” მატჩის შემდეგ “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა, კომენტარი გააკეთა.
“ამ ყველაფრის ახსნა არ შეგვიძლია.
უნდა დავაკვირდეთ, რა გავაკეთეთ ცუდად და მუშაობას დავუბრუნდეთ.
არ ვიცი, პრობლემა თამაშში იყო, განწყობაში თუ ყველაფერში ერთად. 3 გოლი ძალიან მცირე მონაკვეთში გავუშვით, თუმცა, ასეთი რამე შეიძლება, მოხდეს.
გუნდში თავს კარგად ვგრძნობ. ტაქტიკასთან შეჩვევას გარკვეული დრო სჭირდება”. – განაცხადა ფრანგმა ფეხბურთელმა.

მერამდენეჯერ დავერ ახლა მაგრამ რა აზრი არ!
არ მოძრაობენ ბარსას ფეხბურთელები ! როვა მოინააღმდეგე 7 კილომეტრით მეტს დარბის უყვე ყველაფერრი ნათელია.
ამით მოიგო რომამ და ლივერპულმაც!
კრუიფმა რომ თქვა ბევრი სირბილი არაა საიროო ის არ უგულისხმია რომ სულ არ ირბინოთო.
შეიძლება 2 ან 3 კმ ით მეტი ირბინოს მოინააღმდეგემ მაგრამ ???