ერთი შეხედვით, “ბარსელონამ” სეზონის სტარტზე დაწყებული სტუმრად ცუდი თამაშის სერია “ხეტაფესთან” და “ეიბართან” გამარჯვების შემდეგ დაასრულა, მაგრამ გამოჩნდა, რომ გუნდს სასურველ ფორმამდე ისევ ბევრი უკლია.
კატალონიელები “ლევანტესთან” 1-3 დამარცხდნენ. ეს ერნესტო ვალვერდეს გუნდის მე-3 წაგება იყო 11 მატჩში და დიდი ალბათობით, ქულების დაკარგვა “ბარსას” ლიდერობის დაკარგვადაც დაუჯდება – ამ ტურში, მადრიდის “რეალს”, რომელიც “ბარსელონას” მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, თავისი მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია.
“ბარსელონამ” პირველი ტაიმი ლიონელ მესის მიერ 38-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო, 61-ე და 63-ე წუთებზე “ლევანტემ” ორი ბურთი შეაგდო და დაწინაურდა, მალევე კი ვალენსიელებმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს. კატალონიური გუნდი მე-12 ტურში “სელტას” უმასპინძლებს, იქამდე კი, 5 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე “სლავიას” დაუპირისპირდება, რომელმაც წინა ტურში “ბარსას” სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

უსახური მეორე ტაიმი
ბიჭო რა ვერ გავიგე, რა შეე….. ამ ვალვერდეს ტო, ლევანტე რომ შემოგიბრუნებს თამაშს 7 წუთში და 3 გოლს გაგიტანს, ეს ვარვერდეს ბრალი კი არ არის ბიძია, გუნდის მოთამაშეების ბრალია … კი ვალვერდეს აქვს თავისი ზაიობები, მარა ტეხავს პროსტო ყველაფერზე ატმაზკა რომ გაქვთ, ვალოდია ვალოდია, ბარსას დაცვა , ნელ ნელა საუტგემპტონის დაცვას ემზგავსება … ფუუუუფფფ ასეთი ჩავარდნები მერამდენედ უკვე კაით რა!!!
#OUTVALVERDE
სადამდე უნდა უთმინონ ვალვერდეს
სილქის კომენტატორებს მოუსმინეთ 100% არიან ძაან ზუსტად ამბობენ ყველაფერს და ჩვენ ასე კიდე ერთხელ შევრცხვებით ლიგაზე ლალიგას მაინც მოვიგებთ დალაგდება ყველაფერი მარა ლიგას ვერ მოვიგებთ სანამ ვალვერდეა . სილქნეტის კომენტატორებს მოუსმინეთ მეორე ტაიმში