ბოლო ორი წლის განმავლობაში, კლაუდიო ბრავო და არტურო ვიდალი ერთ მოედანზე ახლახანს, ჩილეს ნაკრებთან ერთად, პირველად მოხვდნენ. “ბარსელონას” მოქმედ ნახევარმცველს და ყოფილ მეკარეს უთანხმოება აქვთ. ვიდალი აცხადებს, რომ შერიგებისკენ ნაბიჯი არ გადადგმულა.
“ერთ-ერთმა ჩვენგანმა პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას, მე კი ეს არ გამიკეთებია. უბრალოდ, პრობლემები არ შემიქმნია და განცალკევებით ვივარჯიშე.
მან მოედანზე ყველაფერი გააკეთა, ისევე, როგორც მე. ჩვენ მეგობრები არ ვართ და არც ვიქნებით, მაგრამ ნაკრები ყველაფერზე წინ დგას.
მისთვის რაღაცები ნათქვამი მაქვს, მაგრამ კაცი ვარ და პრესასთან ამაზე არ ვილაპარაკებ, ეს პირადი საქმეა. არ ვიცი, ზუსტად გაიგო თუ არა, რა ვუთხარი, მაგრამ იმის შემდეგ არ გვისაუბრია”. – ამბობს ჩილელი.
მე მგონი მსოფლიო ჩემპიონატზე რო ვერ გავიდნენ რუსეთში, ერთმანეთს აბრალებდნენ, თითქოს ერთ ერთის ცოლმა მეორეს დააბრალა.
ვაფშე რატო დააყარეს რა მოხდა
ესენიც რომელიმე რომელიმეს ცოლთან იწვა?