“ბარსელონას” ფრანგმა მცველმა, სამუელ უმტიტიმ, დღევანდელ სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ, Marca-ს ინფორმაციით, ის ხვალ “ვალიადოლიდის” წინააღმდეგ თამაშისთვის მზად არაა.
მუხლის ტრავმის გამო, 25 წლის ფეხბურთელმა სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოტოვა და გუნდს ბოლო შეხვედრაში, “სლავიასთანაც” ვერ დაეხმარა.
სამაგიეროდ, სრულად ივარჯიშეს ინიაკი პენიამ, ანსუ ფატიმ და კარლეს პერესმა. ფატის, რომელსაც უკვე თვეზე მეტია, ძირითადი გუნდის შემადგენლობაში არ უთამაშია, მოედანზე, დიდი ალბათობით, ხვალ ვიხილავთ.

ტოპ ნაკრებებს ყველას თავისი სტილი აქვს, საფრანგეთი ვერ გავიგე მარტო დაცვითი თუ შემტევი გუნდია.
მსოფლიო კი მოიგეს, მაგრამ დიდი ვერაფერი სანახაობრივი უთამაშიათ.
ხვალ: სამუელ უმტიტი ისევ ტრამვირებულია..
ვალვერდე 🗣: "კრუიფი ყოველთვის ამბობდა, რომ შენ მეტოქეზე ნაკლები უნდა ირბინო."
პირდაპირ გაიგო ამ ემზარ კვიციანმა
იმედია პრაღასთან შეძლებს თამაშს
ტიპმა კარიერა დაინგრია რა, ერთ-ერთი საუკეთესო შეეძლო ყოფილიყო ისტორიაში და რა გაუკეთა საკუთარ თავს😒