ერიკ აბიდალი ბრაზილიაშია – “ბარსელონას” სპორტული დირექტორი Globo Esporte-ს კამერამ სან პაულოში დააფიქსირა. მათი ინფორმაციით, აბიდალი თავის თანაშემწესთან, რამონ პლანესთან ერთად “სან პაულოსა” და “ატლეტიკო მინეიროს” თამაშზე სამ ფეხბურთელს დააკვირდა.
ფრანგის ინტერესში ეს მოთამაშეები შედიან – 20 წლის შემტევი ნახევარმცველი იგორ გომესი, 19 წლის ვინგერი ანტონი და 21 წლის ნახევარმცველი ლისიერო.
აღნიშნული მატჩი მასპინძლების გამარჯვებით, 2-0 დასრულდა, ინტერესის სფეროდან კი თავი გომესმა გამოიჩინა, რომელმაც ჯერ თვითონ გაიტანა, ხოლო შემდეგ თანაგუნდელს გაატანინა.
სავარაუდოდ ახალი დუგლასები იქნებიან თორე ბოლო დროს ბრაზილიელ მართლა ტალანტებს რეალი პოულობს და მიყავს კიდეც. პროსტა სკამზე ალპობს თორე 😀 როდრიგოს რო კაცი ვერ გამოიყენებს და ბეილი-ვასქესს გადაყვება..