workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრკიჩი შესაძლოა სეზონის ბოლოს დაბრუნდეს

კრკიჩი შესაძლოა სეზონის ბოლოს დაბრუნდეს

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი, ბოიან კრკიჩი შეიძლება სეზონის ბოლო მატჩებში ვიხილოთ.

 

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა კატალონიელმა ლა ლიგის 31–ე ტურში, “ალმერიას” წინააღმდეგ მატჩში მიიღო მუხლის ძალიან სერიოზული ტრავმა, რის გამოც მოედანი მაშინვე დატოვა. როგორც გაირკვა იგი ვეღარ ითამაშებდა ამ სეზონში და მოუწევდა დასვენება, თუმცა გავრცელდა სასიხარულო ამბავი, რომ შესაძლებელია მისი დაბრუნება სეზონის ბოლო მატჩებში.

 

გავლენიანმა გამოცემა “სპორტმა”, აღნიშნა, რომ დაზიანება არც ისე სერიოზული გამოდგა და ბოიანის დაბრუნების სავარაუდო თარიღად 15 მაისს ასახელებენ. სწორედ ამ დღეს უნდა უმასპინძლოს “ბარსელონამ” “დეპორტივოს”. ასევე შეუძლია მიიღოს მონაწილეობა მატჩში, რომელიც 22 მაისს გაიმართება “მალაგას” წინააღმდეგ. ამ კვირას კრკიჩი უკვე დაიწყებს ინდივიდუალურ ვარჯიშებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში