ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” განაპირა მცველმა, დანიელ ალვესმა განაცხადა, რომ მარსელო ჟუნიორმა მატჩის შემდეგ მას სიმართლე გაუმხილა. როგორც აღმოჩნდა, სიმულაციას ჰქონდა ადგილი მეორე პენალტის დადების დროს. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრის 82–ე წუთამდე “ბარსელონა” 0:1 იგებდა. ამ დროს მარსელო შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, სადაც დანი ალვესმა წინააღმდეგობა გაუწია და მარსელო დაეცა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, მუნის ფერნანდესმა ჩათვალა, რომ “ლურჯ–ბროწეულისფერთა” ფეხბურთელმა დაარღვია თამაშის წესები და დანიშნა საეჭვო თერთმეტმეტრიანი.
“მარსელო გამომიტყდა, რომ სიმულაციას მიმართა პენალტის მოსაპოვებლად. მან ასევე მითხრა, რომ ასე შეხვედრიდან გამომდინარე მოიქცა”. დაასრულა დანიელ ალვესმა.