გუშინ “ბარსელონამ” ზედიზედ მეორეჯერ მოიგო ლა ლიგის თასი. ეს გუნდისათვის იყო მე–20 ლა ლიგის თასი არსებობის ისტორიაში. გუშინ დაფიქსირდა კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი. “ბარსელონამ” 99 ქულა დააგროვა, ესეც თავის მხრივ სარეკორდო მაჩვენებელია, “ბარსელონამ” ლა ლიგა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მარცხით დაასრულა, ესეც ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელია. აღსაიშნავია, ისიც რომ ბოლო 20 წელიწადში “ბარსელონამ” 10 ლა ლიგის ტიტული მოიპოვა. 1990/91 წლის სეზონიდან 2009/2010 წლის სეზონამდე “ბარსამ” 10–ჯერ მოახერხა ესპანეთში საუკეთესო გუნდის სახელის წოდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 20 წლის მაჩვენებელით “ბარსელონა” 10ტიტულით ლიდერობს, მის შემდეგ მოდის “რეალი” – 7 ტიტულით, ხოლო “ატლეტიკომ”, “ვალინსიამ” და “დეპორტივომ” ერთხელ მოახერხეს ამ ტიტულის დაუფლება.
ჩემპიონობა და ქულები:
1928/29: FC Barcelona (25)
1944/45: FC Barcelona (39)
1947/48: FC Barcelona (37)
1948/49: FC Barcelona (37)
1951/52: FC Barcelona (43)
1952/53: FC Barcelona (42)
1958/59: FC Barcelona (51)
1959/60: FC Barcelona (43)
1973/74: FC Barcelona (42)
1984/85: FC Barcelona (53)
1990/91: FC Barcelona (57)
1991/92: FC Barcelona (57)
1992/93: FC Barcelona (58)
1993/94: FC Barcelona (56)
1997/98: FC Barcelona (74)
1998/99: FC Barcelona (79)
2004/05: FC Barcelona (84)
2005/06: FC Barcelona (82)
2008/09: FC Barcelona (87)
2009/10: FC Barcelona (99)
წყარო:fcbarcelona.cat