2017 წელს ნეიმარი “ბარსელონადან” პსჟ-ში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და ფეხბურთის ისტორიაში ეს ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გახდა. მას შემდეგ ეს მაჩვენებელი არ შეცვლილა და ბრაზილიელიც ამ ასპექტში პირველობას არავის უთმობს.
საინტერესოა, რომ პირველ ათეულში “ბარსელონა” 4 შემთხვევაში ფიგურირებს, რაც იმის მანიშნელებელია, რომ კლუბი ბოლო წლები ძვირადღირებულ ტრანსფერებს ახორციელებს.
წარმოგიდგენთ მსოფლიო ფეხბურთში განხორციელებულ ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერებს.
1. ნეიმარი “ბარსელონა – პსჟ 2017 წელი (222 მილიონი ევრო)
2. კილიან მბაპე “მონაკო” – პსჟ 2017 წელი (145+35 მილიონი ევრო)
3. ჟოაო ფელიში “ბენფიკა – “ატლეტიკო” 2019 წელი (126 მილიონი ევრო)
4. ფილიპე კოუტინიო “ლივერპული” – “ბარსელონა” 2018 (120+40 მილიონი ევრო)
5. ანტუან გრიზმანი “ატლეტიკო” – “ბარსელონა” 2019 წელი (120 მილიონი ევრო)
6. უსმან დემბელე “დორტმუნდი” – “ბარსელონა” 2017 წელი (105+40 მილიონი ევრო)
7. პოლ პოგბა “იუვენტუსი” – “იუნაიტედი” 2016 წელი (105 მილიონი ევრო)
8. გარეთ ბეილი “ტოტენჰემი” – “რეალი” 2013 წელი (100.8 მილიონი ევრო)
9. კრიშტიანუ რონალდუ “რეალი” – “იუვენტუსი” 2018 წელი (100 მილიონი ევრო)
9. ედენ აზარი “ჩელსი” – “რეალი” 2019 წელი (100+45 მილიონი ევრო)
2017 წელს ნეიმარი "ბარსელონადან" პსჟ-ში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და ფეხბურთის ისტორიაში ეს ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გახდა….
ამავე დროს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დებილური წასვლა, რომელზეც დღესაც თავში ირტყავს რა მივქარეო.
ისე რონალდუ იუვეში 114 მილიონად წავიდა მე მგონი.
თუ პესეჟედან წავიდა მბაპე ეგ მოხსნის ნეიმარის რეკორდს
არ ყოფილა სასტავ დემბელე 150 მილიონიანი
145იანი დაუძახეთ ხოლმე
მაგასაც თუ მიიღებს დორტმუნდი ეშმაკმა იცის