workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დაპირისპირება 90 წუთის შემდეგაც გაგრძელდა

დაპირისპირება 90 წუთის შემდეგაც გაგრძელდა

 ნორმალურია, როდესაც ფეხბურთელები თამაშის დროს ერთმანეთთან კინკლაობენ, მაგრამ არანორმალურია, როდესაც პროფესიონალი ფეხბურთელი მოწინაარმდეგე გუნდის ფეხბურთელებისკენ საფინალო სასტვენის შედმეგაც იწევს.
 სწორედ ასე მოიქცა მადრიდის “რეალის” ცენტრალური მცველი, პეპე, რომელიც გვირაბში შესვლის შემდეგ “ბარსელონას” ფეხბურთელებთან ფიზიკურად გასწორებას შეეცადა. მატჩის დასრულების შემდეგ “ბერნაბეუს” პუბლიკა გაბრაზებული იყო, რადგან დაფიქსირებული შედეგი კატალონიელთა ინტერესებში უფრო შედიოდა. ასევე ფანები უკმაყოფილონი იყვნენ მსაჯით, რომელმაც ორივე მხარის საუბედუროდ დაუშვა შეცდომები. ასეთ ვითარებაში, სავარაუდოდ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ კატალონიელი ფეხბურთელების ანგარიშწორება სხვა გზით არ შეეძლო.
 თვითმხილველთა თქმით, “ბარსელონას” ფეხბურთელებს სათანადო პასუხის გაცემაზე არც უფიქრიათ და ისინი პორტუგალიელს შემდეგ მატჩში მინდორზე სამაგიეროს გადახდას შეჰპირდნენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward