“ბარსელონასთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე პრაღის “სლავიას” მთავარი მწვრთნელი, იინდრჟიხ ტრპიშოვსკი, ლიონელ მესის აქებს.
“ჩეხური “ვიქტორიას” წინააღმდეგ მესის მატჩი ტელევიზიით ვნახე, რადგან ბილეთი არ მქონდა.
მესი საფეხბურთო გენიოსია, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვინც მესის შეჩერებას შეძლებს, უკვდავია და ისტორიაში შევა”. – ამბობს ჩეხი სპეციალისტი.
“რა თქმა უნდა, ვხედავთ, რომ “ბარსელონა” იმაზე მეტ გოლს იტანს, ვიდრე ჩვენ მატჩებს ვატარებთ. ფეხბურთელებს ნამდვილად არ სჭირდებათ იმის ახსნა, თუ ვინ არიან მესი და სუარესი, მაგრამ გუნდის “ეიბართან” თამაში გავაანალიზეთ და ხვალ ვეცდებით, “ბარსას” დომინირების საშუალება არ მივცეთ”. – ციტირებს ტრპიშოვსკის სიტყვებს Marca.

99.999% მართალია
ამათმა თუ თამაში გახსნეს მინიმუმ პოკერს ველი ლეოსგან
ჩვენც ეგ გცინდა ზუსტად თამაში რო გახსნად აი მანდ დაგერხევათ მერე