“ელ კლასიკოს” შემდეგ 21 – მა ფეხბურთელმა ვარჯიშები განაახლა, კატალონიელები მორიგი “კლასიკოსათვის” ემზადებიან.
21 ფეხბურთელიდან სამი მეორე გუნდის ფეხბურთელი ოიერი, დოს სანტოსი და ტიაგო.
დღევანდელ ვარჯიშზე ფეხბურთელები სრული დატვირთვით არ ვარჯიშობდნენ, რადგანაც გვარდიოლამ მათ ძალების აღდგენითი სესია ჩაუტარა. პირველი გუნდის ფეხბურთელებიდან არ იმყოფებოდნენ აბიდალი და ბოიანი. ვარჯიშში მიიღეს მონაწილეობა ადრიანომ და პუიოლმა, რომლებმაც გუშინ ტკივილების გამო დატოვეს მეოდანი დროზე ადრე. მათ სერიოზული არაფერი აღმოაჩნდათ, ორივე ფეხბურთელმა პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშა.
ვარჯიში ხვალ ადგილობრივი დროით 11 საათზე განახლდება “სიუდად ესპორტივაზე”. შეგახსენებთ, რომ “კოპა დელ რეის” ფინალი “მესტალიაზე” 23 : 30 წუთზე დაიწყება.