“ბეტისის” ლეგენდა ხოაკინ სანჩესი ჩავი ერნანდესის მიერ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
“ბარსელონასა” და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ესპანეთის სასამართლოს მიერ კატალონიელი პოლიტიკოსებისთვის პატიმრობის მისჯა სირცხვილად მონათლა.
“ჩავის შეუძლია, როგორც ყველას, თავისი აზრი ისე გამოხატოს, როგორც სურს, რადგან გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანია, მაგრამ მან პატივისცემა არ უნდა დაივიწყოს.
არ მინდა, ამ დებატებში შევიდე, მაგრამ ძალადობა მიუღებელია. ყველაფერი, რასაც ვუყურებთ, ძალიან სამწუხაროა. ეს ყველაზე ცუდი რამაა, რაც ჩვენ, ესპანელებს შეიძლება დაგვემართოს. არ მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო, რადგან არაფერს წარმოვადგენ. უბრალოდ, მინდა, სპორტი და ჩემი ქვეყანა დავიცვა.” – ციტირებს ხოაკინის სიტყვებს Sport.
ხოაკინი და ჩავი ესპანეთის ნაკრებში ერთად 2002-2007 წლებში თამაშობდნენ.


მებრძოლი ხალხი იყო და არიან კიდევ მათ ღირსებას იცავენ… არ შედიოდა ესპანეთის შემადგენლობაში და არ ეგუებუან ამას… დიპლომატიურად არის მოსაგვარებელი რომ ორივე მხარისთვის იყოს მომგებიანი.. რომელ ქვეყანას სურს რომ გამოეყოს და ცალკე რესპუბლიკად იქცეს როდესაც ასეა აწყობილი..დანგრევა რთული საკითხია.. ეს იქნება სულ..თუ არ მოხდა რამით დაკმაყოფილება ხალხის.. მაგრამ ჩვენ მაინც ვისკა ბარსა ვისკა კატალონია..
ხავიც ანალოგიურს აკეთებს და მაგაში თუ აკრიტიკებს ეს მთლად დალაგებული ვერაა
1500 წლის ისტორია აქვს ბარსელონას და კატალონიას და მე18 საუკუნემდე საერთოდ სხვა სახელმწიფო იყო საერთოდ სხვა ენით და კულტურით ვიდრე ესპანეთია. ამის მერე გაუთავებელი ომები და სისხლისღვრა აქვთ დღემდე ესპანეთთან. ცოტა უფრო ღრმა ისტორიული ფესვები აქვს ამ დაპირისპირებას და 8 მილიონიანი ერის სეპარატიზმში დადანაშაულება ცოტა ზედაპირული მიდგომაა. ნუ ჩვენ რომ არ გვაწყობს ეს სიტუაცია. კიდევ სხვა თემაა.
ბარსელონას კი ვგულშემატკივრობ , მაგრამ ზედმეტები მოსდით კატალონიელებს, რა დამოუკიდებლობას ითხოვენ, ეგ ხომ წარმოუდგენელია, არავინ არ აღიარებს მაგათ დამოუკიდებლობას და მიიღებენ ახალ აფხაზეთს და სამაჩაბლოს, მსოფლისო ცივილიზაციას და ყველა საერთაშორისო ორგანოს მოწყვეტილი
სპორტის დაცვა თუ გინდა პირველ რიგში პერესი უნდა გააკრიტიკო და არა ხავი.მე ქართველი ბარსელონას გულშემატკივარი დავიღალე უკვე იმ მარაზმით რასაც მადრიდი სჩადის საფეხბურთო კლუბ ბარსელონას მიმართ.უსამართლობით დავიღალე.ძალიან ძნელია შეეგუო უსამართლობას.წარმომიდგენია რას ფიქრობს კატალონიელი ხალხი მადრიდზე.
პ.ს.მე მადრიდი იმიტომ ვახსენებ რომ იმენნა მადრიდიდან მოდის ზიზღი და ჩაგვრა კატალონიელების.ანუ არის ესპანეთში რეგიონები სადაც ასევე არ ევასებათ მადრიდი და კერძოდ მადრიდის რეალი.ყველა ყველაფერს ხედავს და ამჩნევს
ყველაფერი ეს გასაგებია ,მაგრამ სეპარატიზმს არავისთვის სიკეთე არ მოუტანია!!