გუშინდელ “ელ კლასიკოში” ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.
–”ბარსელონას” “ლა ლიგაში” 30 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელია. 2 მატჩი და ხოსეპ გვარდიოლას გუნდი “მადრიდის” რეალს” რეკორდს მოუხსნის დაუმარცხებლობის მხრივ. მადრიდელებმა ეს რეკორდი 79/80 სეზონში დაამყარეს
– “ბერნაბეუს” შემდეგ სხვაობა კვლავ 8 ქულაა
– “ბარსელონას” ბურთის ფლობა “რეალისათვის” კატასტროფა იყო 72 % – 28 % – ის წინააღმდეგ
– მესიმ პირველად დალაშქრა მოურინიოს გუნდების კარი
– კარლეს პუიოლი დაბრუნდა თითქმის სამ თვიანი პაუზის შემდეგ, მან ბოლოს 23 იანვარს იმონაწილევა
– რაულ ალბიოლი პირდაპირი წითელი ბარათის გამო გამოტოვებს სათასო მატჩს
– “ბარსელონამ” გასვლაზე 44 ბურთი გაიტანა, ეს არის განმეორება 2008 / 09 სეზონის შედეგისა. კატალონიელებს აქვთ შანსი გააუმჯობესონ თავიანთი შედეგი
– ფრე 1:1, ეს იყო 31 ოფიციალური ფრე ამ გუნდებს შორის

