ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ოქტომბრის მატჩებისთვის ესპანეთის ნაკრების განაცხადში მხოლოდ ერთი “ბარსელონელი” მოხვდა. სერხიო ბუსკეტსმა ნორვეგიასთან ფრედ დასრულებულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, დღეს კი, შვედეთთან, არ უთამაშია.
“ბარსას” ფეხბურთელების გარეშე, რობერტ მორენოს გუნდმა 3 ქულის აღება ვერ მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ “ფურია როხა” დიდ უპირატესობას ფლობდა, შვედებმა დაწინაურება მარკუს ბერგის მიერ 50-ე წუთზე გატანილი გოლით შეძლეს. დამატებულ მეორე წუთზე, როდრიგომ ანგარიში გაათანაბრა.
8 ტურის შემდეგ, F ჯგუფს ესპანეთი 20 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილისთვის კი შვედეთი (15 ქულა), რუმინეთი (14 ქულა) და ნორვეგია (11 ქულა) იბრძვიან.

რა დრო იყო მთელი ესპანეთი თითქმის ბარსას ფეხბურთელები როიყვნენ 😂
ლა მასია ძალას კი მოიკრებს, მაგრამ ნაკრებს მაინც "პარიტეტული" წესით დააკომპლექტებენ, მადრიდული პრივილეგიებით რა თქმა უნდა, ცოტა ანდალუზიელი, ცოტა ლევანტელი, ცოტა გალისიელი და ცოტაც ბასკი… ცოტა დონ კიხოტ ლამანჩელი და არაგონელი და უფრო მეტი კასტილიელი…

და რა თქმა უნდა არანაირი სეპარატისტი, კატალონიის ჰაერჩასუნტქულები მხოლოდ "კორნელიადან" მიიღებიან
ფაქტია, რომ ესპანეთს აღარ ყავს მისი წარმატების სულისჩამდგმელი საბაზო გუნდი, რომელმაც ყველაფერი მოაგებინა…
წავიდა დაჭერები და სეპარატისტების ძახილი, ფრანკო გააცოცხლეთ და სანტიაგო ბერნაბეუ ბარემ….
ისევ ნატურალიზებული ბრაზილიელის გადასარჩენი რომ გახდება გუნდი…
სანამ ბარსელონას ლა მასია არ მოიკრებს ძალას იქამდე არაფერი არ ეშველება ესპანეთის ნაკრებს