ფეხბურთელები არ ისვენებენ. ოთხშაბათს “ბარსელონას” კიდევ ერთი “კლასიკო” ელის ამჯერად “სამეფო თასის” ფინალში. ამიტომაც ფეხბურთელებს დასვენების დრო არ აქვთ, ვარჯიში დღეს განახლდება.
ფეხბურთელები დღეს ადგილობრივი დროით 12 საათზე შეიკრიბებიან “სიუდად ესპორტივაზე” და ვარჯიშს განაახლებენ. ფეხბურთელები ძირითადად ძალების აღდგენაზე ივარჯიშებენ და ძლიერ არ დაიტვირთებიან.
ვარჯიშის შემდეგ პრესკონფერენცია კარლეს პუიოლი გამართავს, იგი 3 თვეა ჟურნალისტებს არ გასაუბრებია, ამიტომაც ესპანელთათვის კარლესი სასურველი რესპოდენტი იქნება.

