დანი ალვესმა სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ “ელ კლასიკოში” საკუთარ საჯარიმოში დაარღვია თამაშის წესები, მატჩის შემდეგ მან განაცხადა ,რომ ამ ეპიზოდში მსაჯი შეცდა.
“თამაშის წესი არ დამირღვევია, მსაჯი ნამდვილად შეცდა”.
“რაც შეეხება თამაშს ჩვენ კარგად ვითამაშეთ, მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ ფრეც არ არის ურიგო შედეგი, რადგანაც 8 ქულაა კვლავ სხვაობა, ეს კი ძალიან კომფორტული უპირატესობაა. წინ 6 ტურია დარჩენილი, 18 ქულაა გათამაშებაში, ასე, რომ ყველაფერი დასრულებული ჯერ მაინც არ არის. გვმართებს მობილიზება თითეულ თამაშზე. ამ ერთი ქულით ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ, წარმატებისაკენ”.

