ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გამანადგურებელი სხვაობა “სევილიასთან” – “ბარსელონა” ლიდერს უახლოვდება

გამანადგურებელი სხვაობა “სევილიასთან” – “ბარსელონა” ლიდერს უახლოვდება

“ბარსელონა” თამაშშია – კატალონიელებმა “სევილიასთან” მნიშვნელოვანი სამი ქულა აიღეს და ჩემპიონატის ლიდერ მადრიდის “რეალთან” სხვაობა ორ ქულამდე შეამცირეს. 

შეხვედრაში, რომელიც 4-0 დასრულდა, გატანა ლუის სუარესმა (27′), არტურო ვიდალმა (32′), უსმანდ დემბელემ (35′) და ლეო მესიმ (78′) მოახერხეს. მატჩის მიწურულს, დემბელემ და დებიუტანტმა რონალდ არაუხომ მსაჯისგან წითელი ბარათი დაიმსახურეს. 

8 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს “რეალი” 18 ქულით ლიდერობს, “ბარსელონას” კი 16 ქულა აქვს. მესამე ადგილზე 15 ქულით “ატლეტიკოა”. ერნესტო ვალვერდეს გუნდი ლა ლიგის მომდევნო მატჩს სტუმრად, “ეიბარის” წინააღმდეგ გამართავს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 07 ოქტ 2019, 10:06

    "შეხვედრაში, რომელიც 4-0 დასრულდა, გატანა ლუის სუარესმა (27'), არტურო ვიდალმა (32'), ლეო მესიმ (35') და უსმან დემბელემ (78') მოახერხეს."

    მე მახსოვდა რო ჯერ დემბელემ გაიტანა და ბოლოს მესიმ. ეტყობა ჩამეძინა…
    ადმინ გვეცით პატივი, ორ ხაზს წერთ და იმასაც არ ამოწმებთ, რა უბედურებაა.

  • B A R C A
    schedule 07 ოქტ 2019, 02:29

    ადმინ გამოფხიზლდი, ადმინ! მესის პირველ ტაიმში გოლი არ გაუტანია! შესაბამისად არც დემბელეს მეორე ტაიმში🙂 2-იანი დღეს!

  • M10 S9 D11
    schedule 07 ოქტ 2019, 01:08

    კარგია კარგია ასე უნდა გავაგრძელოთ

  • ana anukii
    schedule 07 ოქტ 2019, 01:05

    ვამოს ბარსა❤️❤️❤️