დღეს, ლა ლიგის მე-8 ტურში ორი ჰოლანდიელი ფეხბურთელის დაპირისპირება გაიმართება – “ბარსელონას” ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი “სევილიას” თავდამსხმელ ლუკ დე იონგს შეხვდება.
ფეხბურთელები, რომელთა შორისაც ნათესავური კავშირი არ არის, ერთმანეთის წინააღმდეგ, გასულ სეზონში, ერედივიზიონში გამოდიოდნენ, სადაც ორივემ თავი გამოიჩინა. ფრენკიმ ამსტერდამის “აიაქსთან” ერთად ჩემპიონატი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს მიაღწია. ის თავისი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რაც შეეხება ლუკ დე იონგს, მან პსვ-ს რიგებში 31 გოლის გატანა მოახერხა – მათ შორის, ორი სწორედ “აიაქსის” კარში.
ლუკმა მიმდინარე სეზონში “სევილიას” მაისურით 6 მატჩი ჩაატარა, ფრენკი კი “ბარსაში” სათამაშო პრაქტიკას უფრო ხშირად იღებს.




ჩვენი ბევრად ჯობია
სიტის ძაან მნიშვნელოვანი ქულები წაართვა.
ნუნუ ესპირიტუ სანტუს დამსახურებაა ეგ. ჯერ ვალენსიასგან დააყენა გუნდი ახლა ვულვზისგან
სევილიასთან ყოველთვის კარგი თამაშები გამოგვდის იმედია დღეს ვისიამოვნებ ფეხბურთით რათქმაუნდა ბარსას დამაჯერებელი თამაშით მოგებას ველოდები
ვულვზი ნელ- ნელა ჩამოყალიბდება (თუ უკვე არაა) მინიმუმ ევერტონის დონე გუნდად…
სიტის ძაან მნიშვნელოვანი ქულები წაართვა.
chveni frenki dzaan klasnia da didi momavali aq yvela tamashshi achvenebs . sauketeso naxevarmcvelad yalibdeba