ტექნიკური ინფორმაცია: ესპანეთის პრიმერა დივიზიონი, 32-ე ტური, შაბათი, 16 აპრილი, 2011 წელი, 23:55 საათი.
მსაჯი: სეზარ მუნის ფერნანდესი (ბოლო 9 შეხვედრაში 60 ყვითელი ბარათი)
ასისტენტები: ხოსე მანუელ ფრენანდეს მირანდა, ხავიერ უგო ნოვოა რობლესი.
ფიფას არბიტრი: ვიქტორ მანუელ გონსალესი
სტადიონი: სანტიაგო ბერნაბეუ
სატურნირო მდგომარეობა: მე-2 ადგილი, 76 ქულა, (24 მოგება, 4 ფრე, 3 მარცხი) ბურთების შეფარდება – 72-22
მიმდინარე სეზონში მადრიდული კლუბი არც თუ ისე ცუდ სეზონს ატარებს, მაგრამ თუ გადავხედავთ დეტალურად მათ მიერ ჩატარებულ მატჩებს ასეც არ არის. “რეალმა” წელს ქულები დაკარგა ისეთ გუნდებთან, როგორებიც არიან ცხრილის ბოლო ადგილზე მყოფი “ალმერია” და “ლევანტე”. ამის გარდა ისინი დამარცხდნენ სტუმრად “ოსასუნასთან” და საკუთარ კედლებში ხიხონის “სპორტინგთან”.
გარდა ამ ყველაფრისა ისმის ერთი მნიშვნელოვანი კითხვა. გუნდში მოურინიოს მოსვლის შემდეგ, რატომ იწვნია “ელ კლასიკოში” “რეალმა” გამანადგურებელი ანგარიშით მარცხი – 5:0? ამაზე მადრიდელებმა ის პასუხი გასცეს, რომ პირველი “კლასიკოს” დროს გუნდი არ იყო ბოლომდე ჩამოყალიბებული, რადგან ჰყავდათ ახალი მწვრთნელი, მაგრამ წლის ბოლოსათვის ისინი უკვე მზად არიან და შეძლებენ უფრო აგრესიულად გაუმკლავდნენ “ბარსას”.
მოწინააღმდეგის შემადგენლობა
მადრიდელთა კარს როგორც უკვე მრავალი წელია, წელსაც იკერ კასილიასი დაიცავს. იგი რაულის წასვლის შემდეგ გუნდის სრულფასოვანი კაპიტანი გახდა. გასულ სეზონში მან 35 ბურთი მიიღო საკუთარ კარში, რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, 6 რაუნდით ადრე მას 22 გოლი აქვს გაშვებული.
მარჯვენა ფლანგიდან გუნდის ღისებას დაიცავს ყველასათვის კარგად ნაცნობი სერხიო რამოსი, რომელმაც გასულ “კლასიკოზე” არაერთხელ დაგვამახსოვრა თავი თავისი არასპორტული საქციელით. რამოსის მოპირდაპირე ფლანგს გააკონტროლებს არბელოა, რომელმაც ამ სეზონში 21 თამაში ჩაატარა ლა ლიგაში, აქედან იგი ხუთჯერ შეცვლაზე შემოვიდა. რაც შეეხება დაცვის ცენტრს, ამ პოზიციაზე ჩვენ ორი პორტუგალიელი წყვილი, პეპე და კარვალიო მოგვევლინებიან.
მადრიდის “რეალს” ნახევარდაცვაში ხუთი საკმაოდ კარგი ნახევარმცველი ჰყავს, ესენი არიან :ჩაბი ალონსო, ხედირა, დი მარია, ოზილი და კაკა.
რაც შეეხება თავდასმას, დღევანდელ საღამოს სავარაუდოდ ძირითადიდან დაიწყებს ადებაიორი, რადგან კარიმ ბენზემას თამაში საეჭვოა, თუმცა ბოლო მატჩი “ტოტენჰემის” წინააღმდეგ მან ითამაშა. ადებაიორის მეწვილედ დღეს ყველასათვის ნაცნობი კრისტიანო რონალდო მოგველინება, რომელსაც “ბარსას” კარში გოლი გატანილი არ აქვს.
ბოლო ხუთი თამაში “სანტიაგო ბერნაბეუზე”
2005/06 – მე-12 ტური 19.11.2005 – “რეალი” – “ბარსელონა” 0:3 (ეტო’ო , რონალდინიო – 2 )
2006/07 -მე-7 ტური 22.10.2006 – “რეალი” – “ბარსელონა” 2:0
2007/08 36-ე ტური 07.05.2008 – “რეალი” – “ბარსელონა” 4:1 (ანრი)
2008/09 34-ე ტური 02.05.2009 – “რეალი” – “ბარსელონა” 2:6 (ანრი – 2, მესი -2 , პუიოლი, პიკე)
2009/10 32-ე ტური 120.04.2010 – “რეალი” – “ბარსელონა” 0:2 (მესი, პედრო)
დაშავებულები:
ბარსელონა: ბოიანი, აბიდალი
რეალი: გაგო, ლასი
დისკვალიფიცირებულნი:
ბარსელონა: ხავიერ მასკერანო
რეალი: გრანერო
განაცხადი:
ბარსელონა: ვალდესი, პინტო, ალვეში, პიკე, მაქსველი, ადრიანო, პუიოლი, მილიტო, ფონტასი, ჩავი, ინიესტა, ტიაგო, დოს სანტოსი, კეიტა, ბუსკეტსი, აფელაი, ხეფრენი, პედრო, მესი, ვილია.
რეალი: კასილიასი, დუდეკი, ადანი, კარვალიო, პეპე, რამოსი, არბელოა, ალბიოლი, გარაი, რონალდო, კაკა, მარსელო, დი მარია, ხედირა, ალონსო, ადებაიორი, ბენზემა, იგუაინი.
სავარაუდო შემადგენლობა:
ბარსელონა: ვალდესი, ალვეში, პიკე, ბუსკეტსი, ადრიანო, კეიტა, ჩავი, ინიესტა, პედრო, მესი, ვილია.
რეალი: კასილიასი, რამოსი, პეპე, კარვალიო, არბელოა, ხედირა, ალონსო, რონალდო, ოზილი, მარსელო, ადებაიორი.
ras fiqrobt dgevandel tamashebze? arsenali liverfuli ki?? espanioli atletikos 2n. realo barca ki. barlni toteshemi 2. andelexti eupeni 1.. napoli samdoria 1. ras fiqrobt?
xval unzval unda movigot aucipeblad an fre ufro mogeba
ესპანური მედია : "ბარსელონას" ჯანო ანანიძის დამატება … 2009 წელს ესპანურ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა იმ დროისთვის 17 წლის ჯანო ანანიძის შეძენას ცდილობდა. გავრცელებული ცნობებით, მსოფლიო ფეხბურთის გრანდი მოლაპარაკებებს ანანიძის ოჯახთან აწარმოებდა.
აი, რას წერდა 2009 წელს კატალონიური Mundo Deportivos რეპორტიორი ფრანსესკ აგილარი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის შესახებ:
"საქართველო ტალანტების ქვეყანაა, ერთერთი ასეთი ტალანტი 17 წლის ჯანო ანანიძეა, რომელიც მოსკოვის "სპარტაკის" ღირსებას იცავს და ეროვნულ ნაკრებში ექტორ რაულ კუპერის ხელმძღვანელობით დებიუტი უკვე ჰქონდა. მის მიმართ ინტერესს უკვე იჩენს რამდენიმე გრანდი და დარწმუნებული ვარ ჯანოს წინ სერიოზული კარიერა ელოდება".
2009 წლის შემოდგომაზე, პრესის ცნობით, მოსკოვის "სპარტაკის" წარმომადგენლებსა და "ბარსელონას" მესვეურებს შორის ანანიძის საკითხზე შეხვედრა ესპანეთში გაიმართა, თუმცა რაიმე კონკრეტულზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკის" ახალგაზრდულ აკადემიაში 2007 წელს ჩაირიცხა, ხოლო ძირითადი გუნდის მაისური პირველად 2009 წელს მოირგო. 2013/14 წლების სეზონში ქობულეთელი ფეხბურთელი "როსტოვში" გაანათხოვრეს, რომელთან ერთადაც რუსეთის თასის მოგება მოახერხა.
ანანიძის კარიერის საწყის ეტაპზე იყო საუბარი იმის შესახებ, რომ ის თამაშს რუსეთის ნაკრებში დაიწყებდა, თუმცა ფეხბურთელმა საკუთარი სურვილი საქართველოს ნაკრებში თამაშის შესახებ მკაფიოდ დააფიქსირა.
კაი სტატიაა ყოჩაღ
ვააა არდაც ტოვებს? ეგ რა მითხარით.