“ბარსას” ჰოლანდიელი ნახევარმცველი “ინტერთან” მატჩის წინ Gazzetta dello Sport-ს ესაუბრა.
“როცა ამ გუნდის სახელი მესმის, ვესლი სნეიდერი და ის შემადგენლობა მახსენდება, რომელმაც ტრებლი მოიგო. ბოლო დროს, “ინტერმა” მოუმატა და ჩვენთვის რთული თამაში იქნება.
ანტონიო კონტე სუპერმენეჯერია. მან წარმატებას “იუვენტუსში” და “ჩელსიში” მიაღწია და “ინტერშიც” კარგი სტარტი აქვს. დარწმუნებული ვარ, მას ჩვენთვის სიურპრიზები ექნება და აუცილებლად მზად უნდა ვიყოთ.
როცა ლეო მესი არ თამაშობს, შემადგენლობაში დიდი დანაკლისია, მაგრამ ეს ნორმალურია – მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. თუმცა, მის გარეშეც კარგი გუნდი ვართ და მოედანზე თავის გამოჩენა შეგვიძლია”. – თქვა დე იონგმა.




2010 წლის ინტერი ერთ-ერთი უძლიერესია. დაცვით.
ყველაზე მძიმედ ეგ წაგება მახსოვს
7-8 კლასში ვიყავი და მახსოვდ ცხარე ცრემლებით ვტიროდი.
დღეს მაგრად მაინტერესებს დეიონგისა და არტურის დუეტი როგორ გაუმკლავდება ინტერის კატენაჩოს
Midi lomo atrie inetris naxevar dacva
2010 წლის ინტერი მეც მწარედ მახსოვს სტანკოვიჩის დედა რო მივაცენზურე ყველანაირი ხერხით რო ცდილობდა მესის დამტვრევას
მეორე ოქროს ბიჭუნა, არტური, არ დაგვავიწყდეს <3