რონალდომ თავის 26 წლიან კარიერაში მოახერხა და გაიტანა 200 გოლზე მეტი. მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ქვეყნის ჩემპიონატი, ოქროს ბურთი და სხვა. იგი ერთ–ერთი საუკეთესო გახდა ფეხბურთის ისტორიაში.
მას ერთი ნავსი აქვს გასატეხი. “რეალის” საუკეთესო მობარდირს არასდროს გაუტანია გოლი “ბარსელონასთვის”. მან ამის გაკეთება ვერც “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით მოახერხა, თუმცა ძალიან ახლოს იყო ამის გაკეთებასთან. ყველაზე რეალური შანსი კი იყო პენალტი, რომელიც ვერ გამოიყენა პროტუგალიელმა ფეხბურთელმა. იგი მეტოქის კარის აღებას დღეს “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეეცდება, მაგრამ აღსანიშნავია, რომ წინ კიდევ ოთხი შეხვედრაა “ბარსელონასთან”.
“წითელმა ეშმაკუნებმა” მოახერხეს და 1/2 ფინალიდან გამოთიშეს “ბარსელონა” რონალდოს ასპარეზობის დროს, თუმცა “რეალმა” ეს ვერა და ვერ შეძლო. რაც კრიშტიანო “რეალშია” მხოლოდ დამწუხრებული გადის “ბარსასთან” თამაშის შემდეგ. მისი გადმოსვლის შემდეგ ანგარიშები ასეთია: 0:1, 0:2, 0:5, რა თქმა უნდა, სამივე “ბარსელონას” სასარგებლოდ.
[media=http://www.youtube.com/watch?v=xz5NhW7XNmI]



