ხვალ, “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ მატჩს “ხეტაფეს” წინააღმდეგ გამართავს. მადრიდული გუნდის მთავარი მწვრთნელი, შეხვედრის წინ, ლიონელ მესიზე საუბრობს.
“ყველამ ვიცით, რომ მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია.
მისი არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება “ბარსელონასთვის”, ფეხბურთისთვის და ჩვენი ლიგისთვის. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ის ითამაშებს.
“ბარსამ” დაამტკიცა, რომ მესის გარეშეც ძლიერი გუნდია, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ არგენტინელიც მოედანზე იქნება”. – ციტირებს ბორდალასის სიტყვებს Marca.

ბარსაში ხო არ მოყავთ?
ეს მაგარი სვარკა ტრენერია მაგრამ შორს წავა დაიმახსოვრეთ.