როგორც ჩანს, მიუნხენის “ბაიერნში” “ბარსელონადან” იჯარით აყვანილი ფილიპე კოუტინიოთი უკვე კმაყოფილები არიან.
ბრაზილიელი შემტევი “ბაიერნში” ერთი თვის წინ გადავიდა. მიუნხენელებმა ერთწლიან იჯარაში 8.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და სეზონის ბოლოს მისი 120 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებაც დაიტოვეს. გერმანული კლუბისგან ერთ ფეხბურთელში 120 მილიონის გადახდა წარმოუდგენლად კი მოსჩანს, მაგრამ “რეკორდმაისტერის” გენერალური მენეჯერის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს კომენტარი სხვა რამეს მიგვანიშნებს.
“კოუტინიო უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ის მსოფლიოს დონის მოთამაშეა. ეს უფრო და უფრო ნათელი ხდება. ის თამაშში სხვაობას ქმნის და ლევანდოვსკისთან ერთდ შესანიშნავ დუეტს აყალიბებს. ამ ორისგან, მომავალში, ბევრს ველოდებით.” – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Mundo Deportivo.
კოუტინიომ, ჯერჯერობით, ერთ თამაშში გაიბწყინა. “კიოლნის” წინააღმდეგ მან ასეთი სტატისტიკა აჩვენა:
- 1 გოლი
- 1 საგოლე გადაცემა
- 70 შეხება
- 7 key პასი
- 49 პასი
- პასის სიზუსტე 86%
- 4 ჩაწოდება
- 4 გრძელი პასი
ძნელია კლუბში გყავდეს გრიზმანი კოუტინიო და მესსი და სამივეს მოუძებნო ძირითადში ადგილი მათი სტილიდან გამომდინარე
დემბელეც წაიყვანეთ რა კაცურად)))
ის მოხდებოდა რო კოუტინიოც იკოუტინიოებდა და ცანცარა დემბელეც ვარსკვლავი იქნებოდა დღეს ჟოსტკი მიდგომა უნდოდა და დისციპლინა როგორც პეპს ქონდა და არ იქნებოდა ესეთი დუყლუყი როგორიც დღესაა თუმცა ამ @ლე ვალვერდეს და ბართომეუს ხელში სხვა რა დადგება კაცი
ვერ იკოუტინიოებდა იმიტომ რო კოუტინიოს ადგილი არაა ბარსაში განა იმიტომ რო ცუდი იგროკია უბრალოდ მაგის პოზიცია ისეთ ადამიანს უკავია ცალი ფეხიც რო მოაჭრა მაინც უმაღლეს დონეს დადებს იმედია მიხვდი ვისაც ვგულისხმობ
ხოდა დაიტოვეთ თუ ასე მოგწონთ
არც არაფერი იგივე რაც ვალვერდეს ხელში მოუვიდა კოუტინიოს
რა მოხდებოდა ვალვერდე როარ ყოლოდა მწვრთნელად