ლუის სუარესის და ლეო მესის ტრავმების გამო ისე მოხდა, რომ “ბარსელონას” მთავარმა შემტევმა სამეულმა სასტარტო შემადგენლობაში თამაშის ერთად დაწყება დღემდე ვერ მოახერხა.
“ვილიარეალთან”, ანტუან გრიზმანმა თავი კარგ თამაშთან ერთად გოლით გამოიჩინა, მესიმ კი აქტივში ასისტი ჩაიწერა. არგენტინელს, დაზიანების გამო, პირველი ტაიმის შემდეგ მოედნის დატოვება მოუხდა. სუარესს კარიერის საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებია და შეხვედრის 78-ე წუთზე ანსუ ფატიმ შეცვალა.

და რატომ MSG ? GSM არ ჯობია?
რაც არ უნდა დავარქვათ ჭყანვერდე GSM-თაც ვერაფერს მიაღწევს
ისე მსგ-ს გსმ ხო არ ჯობია