workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გარი ლინიკერი Twitter-ზე მესის იცავს

გარი ლინიკერი Twitter-ზე მესის იცავს

გუშინ, FIFA-მ ლიონელ მესი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. წესით, ეს გასაკვირი არავისთვის უნდა ყოფილიყო, რადგან ლეოს და მის მთავარ კონკურენტს, ვირჯილ ვან დაიკს დაახლოებით თანაბარი შანსები ჰქონდათ. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჯილდოს კრიშტიანუ რონალდუ იმსახურებდა. Good Morning Britain-ის წამყვანი, პირს მორგანი სწორედ ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება.

გუშინდელი ცერემონიალის დასრულების შემდეგ, მორგანმა Twitter-ზე დაწერა: “2019 წელს… ერთმა ფეხბურთელმა მოიგო 2 საშინაო და 1 საერთაშორისო ტიტული. გახდა პირველი მოთამაშე, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე 100 მოგება და 125 გოლი დაუგროვდა. პირველი მოქმედი ფეხბურთელი, ვისაც 700-ჯერ აქვს მეტოქის კარი აღებული. პირველი ფეხბურთელი, რომელსაც მოგებული აქვს პრემიერ ლიგა, ლა ლიგა და სერია ა.

მინიშნება: ეს ლიონელ მესი არ არის, ფეხბურთელი, რომელიც დღეს საუკეთესოდ დაასახელეს.”

ამ კომენტარს გარი ლინიკერი გამოეხმაურა: “ფეხბურთს აღარ უყურო. რონალდუ მშვენიერი მოთამაშეა, მაგრამ წელს მესის სტატისტიკა გასაოცარია. ის სხვა დონეზეა. ლეომაც მოიგო ორი ტიტული. მხოლოდ იმის გამო, რომ კრიშტიანუსთან ინტერვიუ ჩაწერე, პორტუგალიელი საუკეთესო ვერ იქნება.”

ცოტა ხნის წინ, მორგანმა მესის საუკეთესო უწოდა, მაგრამ შემდეგ რონალდუს ინტერვიუ ჩამოართვა და აზრიც მალევე შეიცვალა. ვრცლად.

მორგანი არ ნებდებოდა: “რონალდუმ მსოფლიოს 3 უძლიერესი ჩემპიონატი მოიგო (პრემიერ ლიგა, ლა ლიგა და სერია ა). ასევე, პორტუგალიის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონი გახდა. მესი მხოლოდ ესპანეთში იგებს.”

გარიმ მის კომენტარს აბსურდი უწოდა: “ჯილდო გადაეცემა საუკეთესო ფეხბურთელს. შენი აზრით ის, რომ მესი ერთი კლუბის ერთგულია, მას აკნინებს? ეს აბსურდია.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 25 სექ 2019, 21:31
    #8

    აუხსენით ამ ს.რს რო მეტიუზს რომელიც 50 წლის ასაკამდე თამაშობდა, ბლეკპულში და სტოკ სიტიში, მეორე და მესამე ლიგებში ინგლისის გარდა არსად უთამაშია და სულ რაღაც ერთი თასი აქვს მოგებული. აი ამ ფეხბურთელს რომელსაც ფეხბურთის რაინდი შეარქვეს და დრიბლიგის მეფე არაფერი დიდი დამსახურება არა აქვს გარდა იმისა რო გუნდის ერთგული იყო და კარიერა ისე დაასრულა არცერთი გაფრთხილება არ ქონია ფიფამ ოქროს ბურთი გადასცა 1956 წელს, თუმცა მასზე მეტი ტიტულებით უამრავი ფეხბურთელი იყო ინგლისში იმ დროს.და არა მარტო ინგლისში.

  • Lasha71
    schedule 25 სექ 2019, 10:56
    #7

    მაგ რეტინის აზრით მესიმ უნდა იმოგზაუროს სხვადასხვა ჩემპიონატებში საუკეთესო გუნდებში და ასე დაამტკიცოს პირველობა. მარადონა იმიტომაა განსაკუთრებული რომ საშუალო გუნდში მივიდა და მან გააჩემპიონა. წასულიყო საუნჰეპტონში, ვილიარეალში და კიევოში დაემტკიცებინა რა კაცია მაგრამ არ აქვს მაგის შნოოო!
    ესპანეთ რაც შეეხება, სადაც მესის ინააღმდეგ თამაშობდა ძაან ნათლად მახსოვს და კონკრეტულად დაფიქსირებულია როგორ გაათრეს მსაჯებმა რეალი 2 ჯერ ასე რომ ამ კრისას ვე აქვს მოგებული ჩემპიონატი იქ სადაც ლეოა

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 24 სექ 2019, 22:41
    #6

    ციტატა: Dat-

    ციტატა: გიორგი ჩანგელია

    "შენი აზრით ის, რომ მესი ერთი კლუბის ერთგულია, მას აკნინებს? ეს აბსურდია."


    როცა სიახლეს ვკითხულობდი და სადღაც შუაში ვიყავი, უკვე თავში მიტრიალებდა კომენტარი, რომელიც აქ უნდა დამეწერა, მაგრამ ჩავედი სტატიის ბოლომდე და ჩემი სათქმელი ლინეკერმა თქვა. რა შუაშია სამი სხვადასხვა ლიგა მოიგო, სხვადასხვა კლუბის მაისურით მოიგო და ა.შ. ამ ლოგიკით, კლუბის ერთგული არ უნდა იყო და უფრო დასაფასებელი იქნები joy


    ერთი კი ვიცი ძმაო რონალდო რო დაასრულებს ის არცერთი კლუბის კუმირი არ იქნება და მესი კიდე მუდამ დარჩება ბარსას ისტორიის საუკეთესო. აუ ეს უნდა იცოდეს ყველამ


    რა თქმა უნდა. ჩემთვის ბევრად ფასობს ერთგული ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ პუიოლი, ჩავი, ინიესტა, მესი… ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

  • marusa barcelona
    schedule 24 სექ 2019, 22:24
    #5

    სამი სხვადასხვა ჩემპიონატის მოგება რა შუაშია 2019 (!) წლის საუკეთესო ფეხბურთელთან 😐😕

  • M10 S9 D11
    schedule 24 სექ 2019, 21:08
    #4

    და რა მერე რო სამი ქვეყნის ტიტული მოიგო რონალდომ რო დააჯამოს მესის მოგებულ ლა ლიგებს მაინც ვერ გაუთანაბრდება ან რა იციან ეს სამი ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო გაირჭოს სათითაოდ ყველა დაფრინავდა მაშინ მანჩესტერი და იასნა მოიგებდა გადმოვიდა რეალში და სულ ორჯერ გააკარა მესიმ ლა ლიგას ეხლაც გადავიდა ერთი გუნდის ჩემპიონატში და რა მერე მაგის გარეშეც იგებს იუვენტუსი სერია ა-ს თუ მაგარი ბიჭია გადასულიყო მილანში ან ინტერში და მერე მოეგო მზა მზარეული რო დახვდა ყველაფერი რატო რეალში ვერ მოიგო 2-ზე მეტი ლა ლიგა იმიტომ რო იქ მესი დახვდა და სადაც დაიჭირა ყველგან დედა აუბზრიალა ლიგის თასი აახია ბოლო-ბოლო 2009 წელს და კიდე როგორ გონორზე არიან ეს პენალდოს უკანალის მსუნავები შეიგნეთ რო ნაკერავზე რო გაირღვეს პენალდო მესის დონემდე ვერ მივა ვერასდროს

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 24 სექ 2019, 20:31
    #3

    "შენი აზრით ის, რომ მესი ერთი კლუბის ერთგულია, მას აკნინებს? ეს აბსურდია."


    როცა სიახლეს ვკითხულობდი და სადღაც შუაში ვიყავი, უკვე თავში მიტრიალებდა კომენტარი, რომელიც აქ უნდა დამეწერა, მაგრამ ჩავედი სტატიის ბოლომდე და ჩემი სათქმელი ლინეკერმა თქვა. რა შუაშია სამი სხვადასხვა ლიგა მოიგო, სხვადასხვა კლუბის მაისურით მოიგო და ა.შ. ამ ლოგიკით, კლუბის ერთგული არ უნდა იყო და უფრო დასაფასებელი იქნები joy

  • L.M 10
    schedule 24 სექ 2019, 18:18
    #2

    ეს მორგანიც კაი ყლ*ა, მოიგებდა რონალდო სერია ას ,ლა ლიგას,პრემიერ ლიგას , აბა მესი როგორ მოგიებდა რაც დაიბბადა ერთი გუნდში თამაშობს და გუნდის ერთგულია blush

  • philipe coutinho
    schedule 24 სექ 2019, 17:27
    #1

    აუუ ამ მოიგო სერია ა-ს ისე იძახიან თითქოს ნაპოლით ან ინტერით მოიგო 😀 იუვე სერია ა-ს რონალდოს და კიდე ერთი-ორი საკვანძო ფეხბურთელის გარეშეც მოიგებს(ფაქტია იგებდა ისეც სანამ რონი გადავიდოდა) ეგ იგივეა მესი რომ ბაიერნში წავიდეს იქ მოიგოს საშIნაო ტიტული და მერე იძახოს ბაიერნთან ერთად ბუნდესლიგა მოვიგე ღმერთივარო