ტრავმების მხვრივ, “ბარსას” ასეთი კრიზისი 2014 წლის შემდეგ არ ჰქონია

ტრავმების მხვრივ, “ბარსას” ასეთი კრიზისი 2014 წლის შემდეგ არ ჰქონია

“ბარსელონას” სეზონის სტარტში ნამდვილად არ გაუმართლა. ცუდი შედეგების გარდა, კლუბს ბევრი ტრავმირებულიც ჰყავდა. პირველ ექვს თამაშში (მათ შორის “გრანადასთან” ჩაუტარებელი შეხვედრაც), 7 დაშავებული ფეხბურთელი ითვლება, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი რიცხვია.

Mundo Deportivo ამ სეზონში დაშავებულ ფეხბურთელებს წარმოგვიდგენს:

  • ლიონელ მესი
  • ლუის სუარესი
  • უსმან დემბელე
  • ნეტუ
  • ჟუნიორ ფირპო
  • სამუელ უმტიტი
  • ჟორდი ალბა

მიუხედავად ამისა, არის კარგი ამბებიც. დაშავებულ ფეხბურთელთა სიიდან 4 ბოლომდე გამოჯანმრთელდა (მესი, სუარესი, ნეტუ და ფირპო). დემბელეს დაბრუნებას კი ახლო მომავალში ელოდებიან.

როგორც ჩანს, ალბას გამოჯანმრთელება იმაზე უფრო კარგად მიდის, ვიდრე ელოდნენ. სავარაუდოდ ერნესტო ვალვერდე არ გარისკავს და მას შემადგენლობის მიღმა დატოვებს მანამ, სანამ ის 100%-ით მზად არ იქნება.

2014/2015 წლების სეზონში დაშავებულ ფეხბურთელთა სია შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

  • ტომას ვერმალენი
  • მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
  • ადრიანო
  • დანი ალვესი
  • ანდრეს ინიესტა
  • ჟორდი მასიპი
  • ნეიმარი
  • რაფინია

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (1)

  • Andres_Iniesta
    20 სექ 2019, 23:02

    დეჟავუ გამეორდეს დაე…