Sport-ის თანახმად, სასამართლო “ბარსელონას” ვერაფერს დაუშავებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მადრიდის “ატლეტიკო” გრიზმანისა და “ბარსას” წესების დარღვევის ბევრ მტკიცებულებას წარადგენს.
როგორც მანამდე ამბობდნენ, 28 წლის ფეხბურთელი ყოფილ კლუბთან კონტრაქტის დარღვევის გამო, შესაძლოა, 2 თვით დისკვალიფიცირებული ყოფილიყო. იმის გათვალისწინებით, რომ “ატლეტიკომ” საჩივარი ვერ დაამტკიცა, სასამართლო ფეხბურთელისთვის ბრალის წაყენებას აღარ აპირებს.
ანგარიშში მითითებულია, რომ “ბარსამ” სულ მცირე 300 ევრო უნდა გადაიხადოს. აქამდე “კამპ ნოუს” ერთი მატჩით დახურვა განიხილებოდა. ახლა კი ცნობილია, რომ ასეთი სახის სასჯელი, ჯერ-ჯერობით, გამორიცხულია.
“ატლეტიკო” ფიქრობდა 80 მილიონი ევროს მიღებას, რომელიც 1 ივლისამდე გრიზმანის გამოსასყიდი თანხის პუნქტში იყო ჩადებული. მადრიდული კლუბი ამბობდა, რომ პირველ ივლისამდე მას, მსოფლიოს ჩემპიონსა და “ბარსაზე” საკამარისი მტკიცებულებები ჰქონდა.
კატალონიელებმა გრიზნმანი 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდეს. მას თავისუფლად შეეძლო “ატლეტიკო” დაეტოვებინა და “ბარსასთან” 5 წლიანი კონტრაქტი გაეფორმებია.