ბოლო პრესკონფერენციაზე, კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოსკარ გრაუმ 2019/2020 წლების სეზონის ბიუჯეტი წარადგინა და თქვა, რომ ხელფასების შემცირება დიდი გამოწვევაა. ამ საკითხთან დაკავშირებით AS-ის კვლევა შემდეგნაირად გამოიყურება:
როგორია ამჟამინდელი მდგომარეობა?
- კლუბი ხელფასებზე 671 მილიონ ევროს ხარჯავს, რაც მთელი ბიუჯეტის 68%-ს შეადგენს.
- “ბარსას” საფეხბურთო გუნდი ხარჯების 61%-ზეა პასუხისმგებელი, დანარჩენი ნაწილი სხვა სპორტულ სახეობებში მიდის, როგორებიცაა მაგალითად: კალათბურთი, ფუტზალი და ა.შ.
როგორ მოხდა ეს ყველაფერი?
ხელფასები გაიზარდა 2017 წლის შემდეგ, როცა “ბარსამ” ისეთი ვარსკვლავები იყიდა, როგორებიც არიან: დემბელე, კოუტინიო, გრიზმანი და მათ დიდი ხელფასები შესთავაზა.
რაში მდგომარეობს გეგმა?
- კატალონიელებს სურთ ხელფასები 18 მილიონი ევროთი შეამცირონ.
- ეს სახელფასო ხარჯებს 68%-დან 61%-მდე შეამცირებს, ფეხბურთის დეპარტამენტის ხარჯი კი 53%-მე შემცირდება.
- ფილიპე კოუტინიოს მიუნხენის “ბაიერნში” წასვლამ ხარჯები მნიშვნელოვნად უკვე შეამცირა.




კოუტინიო დაბრუნდება ბაიერნი მაგას არ გამოისყიდის როგორაც რეალს უქნეს ხამესზე ისე გვიზამენ ჩვენც
ხელფასები გაიზარდა 2017 წლის შემდეგ, როცა "ბარსამ" ისეთი ვარსკვლავები იყიდა, როგორებიც არიან: დემბელე, კოუტინიო, გრიზმანი.
ფილიპე კოუტინიოს მიუნხენის "ბაიერნში" წასვლამ ხარჯები მნიშვნელოვნად უკვე შეამცირა.
კარგია, ეხლა დემბელე და გრიზმანიც გაუშვან და მორჩა პრობლემა აღარ იქნება.
კარგი გადაწყვეტილებაა
დემბელეს შეუმცირონ ხელფასი.
უმტიტსაც
შტეგენს მოუმატონ.