მიუხედავად იმისა, რომ “დორტმუნდთან” ლუის საურესმა თავი კარგად ვერ წარმოაჩინა, მას მაინც აქვს ერთი მიზეზი, რომ სახლში მისულმა იზეიმოს. ურუგვაელმა “ბარსელონას” რიგებში 250-ე თამაში ჩაატარა.
სუარესის მაჩვენებელი “ბარსაში”:
თამაში – 250
გოლი – 179
საგოლე გადაცემა – 86
ტიტული – 13
33 წლის ფეხბურთელი 2014 წელს, 82,3 მილიონის სანაცვლოდ “ლივერპულიდან” შემოგვიერთდა. თავდამსხმელი ჯერ დისკალიფიცირებული იყო. მას დებიუტი იმავე წლის ოქტომბერში ჰქონდა.
ლუისი ძალიან მალე გუნდის მნიშვნელოვა ფიგურა გახდა და 2015/2016 წლების სეზონში “ოქროს ბუციც” კი მოიგო.

ალბათ ყველაზე მეტად სწორედ ამ ფეხბურთელმა გაამატთლა ბარსას ისყორიაში ვინც გვიყიდია, არა მარტო გოლების უხვი რაოდენობა აქვს არამედ ასისტებიც კაცი ლეგებდაა
ეჰ სუა სუაა დაგვიბერდი ბიჭო
და შეიძლება ძალიან ახლოსაც მესისთან👌