ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენი: “ბარსელონამ” წარსულის შეცდომებისგან უნდა ისწავლოს

ტერ შტეგენი: “ბარსელონამ” წარსულის შეცდომებისგან უნდა ისწავლოს

“ბორუსიასთან” მატჩის წინ “ბარსელონას” მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის მაღალი დონეა, ამიტომ აქ ზეწოლაც დიდია. გასული წლების შეცდომებისგან უნდა ვისწავლოთ.”

“ძალიან რთული მატჩი იქნება. 100%-ით უნდა დავიხარჯოთ. “ბორუსიას” სტადიონზე თამაში ძნელია, ეს ჩემს ყოფილ კლუბთან ერთად გამომიცდია.”

“გვინდა ტურნირი მოგებით დავიწყოთ, ეს შემდეგ თამაშებში თავდაჯერებულობას შეგვმატებს.”

“ვცდილობთ, გოლები არ გავუშვათ, მაგრამ არ გამოგვდის.”

“გასულ მატჩებში ამდენი გოლის გაშვებას არ ველოდით. ეს უნდა ვაღიაროთ და ჩვენი თამაშის კონკრეტული ასპექტები გავაუმჯობესოთ.”

“ეს შეცდომები მარტივად გამოსწორებადია.”

“კარგი ისაა, რომ ერთმანეთთან კარგი კომუნიკაცია გვაქვს.”

“ბარსელონას” მეკარემ ასევე გერმანიის ნაკრებში შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა: “ყველა ფეხბურთელს, ვინც არ თამაშობს, მოედანზე გამოსვლა უნდა. მე ასე ვთვლი და საკუთარი მოლოდინები მაქვს. თავადაც იცით, როგორ ვიქცეოდი გასული წლების განმავლობაში, ახლა კი, რაც ნოიერმა და სხვებმა თქვეს, უბრალოდ უსამართლობაა.” – ციტირებს მარკ-ანდრე ტერ შტეგენის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ მატჩი “ბარსელონასა” და “ბორუსიას” შორის 17 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    schedule 17 სექ 2019, 18:37

    რა ვეღარ ისწავლეთ მერე ჰა

  • messi and iniesta
    schedule 17 სექ 2019, 14:49

    ამდენ გოლს რომ უშვებთ ეს უფრო დაცვის ბრალია ვიდრე შენი

  • Andres_Iniesta
    schedule 17 სექ 2019, 11:40

    რამდენჯერ შტეგენ რამდენჯერ…