ლა ლიგის მეოთხე ტურში “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე “ვალენსიას” დაუპირისპირდა და ზედიზედ მეორე საშინაო შეხვედრაში ერთნაირი ანგარიში დააფიქსირა: 5-2. კატალონიელთა მხრიდან გოლების გატანა ანსუ ფატიმ, ფრენკი დე იონგმა, ჟერარ პიკემ და ლუის სუარესმა (2) მოახერხეს, “ვალენსიას” რიგებში კი თავი კევინ გამეირომ და მაქსი გონსალესმა გამოიჩინეს.
მოქმედი ლიდერი “ატლეტიკო” საკმაოდ მოულოდნელად “რეალ სოსიედადთან” დამარცხდა. სან სებასტიანში გამართული შეხვედრა მასპინძლებმა 2-0 მოიგეს.
მადრიდის “რეალმა” “ლევანტე” მიიღო და ბენზემას და კაზემიროს გოლების წყალობით გადამწყვეტი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს. მატჩი 3-2 დასრულდა.
“ბარსას” პრინციპულმა მეტოქემ, “ესპანიოლმა”, სტუმრად “ეიბარი” 2-1 დაამარცხა, “სევილიამ” კი “ალავესს” 1-0 სძლია. სტუმრების გამარჯვებით დასრულდა მატჩი “ლეგანესსა” და “ვილიარეალს” (0-3), ასევე “სელტას” და “გრანადას” შორისაც (0-2).
ფრე სამ შეხვედრაში დაფიქსირდა. ქულები “ვალიადოლიდმა” და “ოსასუნამ”, შემდეგ კი “ბეტისმა” და “ხეტაფემ” გაიყვეს. “მალიორკა”-“ბილბაოს” დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა.
4 ტურის შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატს 10 ქულით “სევილია” ლიდერობს. მასთან ყველაზე ახლოს 9 ქულით “ატლეტიკოა”, “რეალს” და “ბილბაოს” 8 ქულა აქვთ, “ბარსა” კი 7 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს.
მომდევნო ტურში კატალონიელები სტუმრად “გრანადას” შეხვდებიან, იქამდე კი ჩემპიონთა ლიგაზე “დორტმუნდთან” გაარკვევენ ურთიერთობას.
![“ბარსელონა” შედეგს აუმჯობესებს, ლიდერი შეიცვალა – მე-4 ტურის მიმოხილვა [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2019/09/1568641089_b.jpg)



ასეთი ატატიები კარგია! ყოჩაღ
გრანადა ძან სუსტი კლუბია მას უნდა გადაუაროთ
ატლეტიკო გადაუვლის რეალს აგერ ნახეთ თუ ასე არ მოხდეს ფელიქსს ვარანი და რამოსი დააკავებს ? მანამდე კი სევილიამ უნდა გადაუაროს ჩვეულ სტილში პისხუანზე რეალს xD
სევილიამ შარშანდელი გაამეოროს
ხო მარა ატლეტიკოს ქულების დაკარგვა ბევრსდ გვაწყობს..
რეალი-ატლეტიკოა მალე და ფრე იდეალურად გვაწყობს.