ლუის სუარესმა მოედანზე ფეხი მე-60-ე წუთზე დადგა და ლამაზი გოლის გატანაც მოასწრო. მისი ერთ-ერთი გოლი ნამდვილად სასიამოვნო სანახავი იყო, რადგანაც გულშემატკივრებს რონალდინიოს წარმოუდგენელი დარტყმა გაახსენდათ “სტემფორდ ბრიჯზე”.
თავად ნახეთ. ეს არის სუარესის გოლი:
[media=https://youtube.com/watch?v=HfvjWz3_en0]
ეს კი, რონალდინიოსი:
[media=https://youtube.com/watch?v=ppij-seqpcs]
“ჩელსიმ” “ბარსელონა” 2005 წლის 8 მარტს, “სტემდორდ ბრიჯზე”, ანაგარიშით 4-2 დაამარცხა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო. სამწუხაროდ, რონალდინიოს გოლი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგანაც ლურჯებმა ჯამში 5-4 დააფიქსირეს. მიუხედავად ამისა, ეს ხელოვნების ნიმუში სამუდამოდ დარჩება ფეხბურთის ისტორიას. სუარესის მიბაძვამ გონებაში ყველა კარგი მოგონება დააბრუნა.
![სუარესის გოლი რონალდინიოს სტილში [VIDEO]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2019/09/1568543037_43be00a489564bd684c554b7727e1c24500x5002x.jpg)
რაღაც შედარებებს კაია თუ ცუდია ჯეკას თავის ეპოქა აქვს და მე პირადად ვისიამოვნე სუას გოლით და ამით გავს თუარა ერთიერთში ეს გოლი გაუჩოსას მაინც გამახსენა ის შედევრი
გაუჩოს გოლი მაინც კლასიკაა და უფრო ლამაზი
რამდენი წლის არის სუარესი?
ეგრევე ეს გოლი გამახსენდა მეცც