მთელი ზაფხულის განმავლობაში ნეიმარის “ბარსელონაში” დაბრუნების შესახებ აქტიურად იწერებოდა. საბოლოოდ, ტრანსფერი ჩაიშალა. თუმცა, “პარი სენ-ჟერმენის” გულშემატკივარს ეს ყველაფერი დიდხანს ემახსოვრება.
ბრაზილიელმა საჯაროდ ისაუბრება და აღიარა, რომ პსჟ-ს დატოვება მართლაც სურდა: “გულშემატკივრების მესმის. ვიცი, რომ ეს მათთვის რთული იყო. ახლა მე პსჟ-ს ფეხბურთელი ვარ. ფანებისთვის სათქმელი არაფერი მაქვს.”
“სტვენა? მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში მისტვენდნენ, ამას მიჩვეული ვარ. ამიერიდან, ყველა თამაში გასვლითი მატჩის მსგავსი იქნება. ყველამ იცოდა, რომ წასვლა მინდოდა. ეს უკვე ვთქვი და ახლაც ვიმეორებ.”
“დეტალებზე საუბარი არ მინდა. დროა, ყველაფერი დავივიწყოთ. ახლა, პსჟ-ს ფეხბურთელი ვარ და მოედანზე მაქსიმუმს გავაკეთებ.”
“ფანების მხარდაჭერა არ მჭირდება. მე დავრჩი და ამ კლუბისთვის ვითამაშებ. გულშემატკივრების რეაქციას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მოგება კი მნიშვნელოვანია.” – ციტირებს ნეიმარის სიტყვებს Sport.

ზამთარშივე წავა ეს პარიზიდან.
ეხლა არგენტინამ მსოფლიო რო მოიგოს კალათბურთში მესი სულ გაგიჟდება

ხოდა ხო დაადუმა ის მაყურებელი, მთელი თამაში რო უსტვენდნენ. გოლზე კარგად გაიხარეს.
Yvela situaciashi tavs rogor imartleb :/