ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსი ფატიზე: ვიმედოვნებ, რომ ეს ლამაზი და გრძელი ისტორიის დასაწყისია

ბუსკეტსი ფატიზე: ვიმედოვნებ, რომ ეს ლამაზი და გრძელი ისტორიის დასაწყისია

“ბარსელონას” ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა “ვალენსიასთან” გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“თამაშის დასაწყისიდანვე უპირატესობას ვფლობდით. მეორე ტაიმში კი უფრო ხშირად ვნახულობდით თავისუფალ სივრცეებს. ეს დამსახურებული გამარჯვებაა. მომავალში უფრო ძლიერები გავხდებით,” – ბუსკეტსის სიტყვებს Marca ციტირებს.

“სუარესი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია. იგი მისი შრომისმოყვარებით ძალიან ბევრს გვმატებს, სურვილით, რომ გაიტანოს უფრო მეტი. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ქულები საბოლოო ჯამში გატანილი გოლების წყალობით გემატება.”

“ფატი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. ჩვენ ვიცით თუ რა თვისებები გააჩნია მას 16 წლის ასაკში. ყოველთვის, როდესაც ახალგაზრდა მოთამაშე საკუთარ თავს წარმოაჩენს, მას ბევრ ფეხბურთელს ადარებენ. მან თავი ხელში უნდა აიყვანოს, გააგრძელოს ზრდა და ნაბიჯები წინ გადადგას. ის ხვდება, სადაც იმყოფება და რამდენად რთულია ეს.”

“როდესაც ახალგაზრდა ხარ, ბევრი რაღაცა არ იცი. შექება ძალიან სასტიკი რამაა. ერთხელ შენ ეს დაიმსახურე და შემდეგ გიწევს, რომ უფრო რთული სამუშაო გააკეთო, რათა მიღწეული ფორმა შეინარჩუნო. მას ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ განვითარდეს. ვიმედოვნებ, რომ ეს გრძელი და ლამაზი ისტორიის დასაწყისია.” – განაცხადა ბუსკეტსმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 15 სექ 2019, 14:39

    ეგ იცი რის ბრალია ბუსი გუშინ რო ბურთი არ დავანახეთ ვალენსიას? ცენტრი რო გვყავდა კერძოდ ბუეთის დამჭერი 2015 წლის მერე არ მინახავს ბარსას ასეთი დომინირება ცენტრში მარა რა უნდა მენახა ოთხი სეზონი რაკიტიჩის ყურებაში დამეთხარა თვალები

  • kortoxa23
    schedule 15 სექ 2019, 13:50

    ძააან მაგარი ბიჭია იმედია უფრო სრულყოფილი გახდება ასაკთან და გამოცდილებასთან ერთად და არ დაემართება ისე როგორც ბოიან კრტიჩს ალილოვიჩს რომლებზედ დიდი ავანსები იყო გაცემული ბარსაში, საბოლოოდ საშუალო დონის დარჩნენ, რაც შეეხება ლეო მესსის მაგრად მჯეროდა რო ვალენსიასთან ითამაშებდა სამწუხაროდ ლეო როცა ტრანვას იღებს არანაკლებ 1-თვიანი მაინცააა