15 სექტემბერი “ბარსელონასთვის” დასამახსოვრებელ მოვლენებთან არის დაკავშირებული.
- 1982 წლის 15 სექტემბერს, “ბარსელონამ” ყველაზე დამანგრეველი საშინაო გამარჯვება მოიპოვა ევროტურნირების ეგიდით გამართულ შეხვედრებში.თასების მფლობელთა თასზე კატალონიურმა გრანდმა “აპოლონ ლიმასოლს” 8:0 მოუგო.
- ზუსტად 66 წლის წინ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ “ბარსელონასა” და “რეალის” პრეზიდენტების ახალი შეთანხმების მიხედვით, ალფრედო დი სტეფანო აღნიშნულ გუნდებში, რიგის მიხედვით, ორ-ორ სეზონს ჩაატარებდა.
მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კატალონიური კლუბის ხელმძღვანელი ენრიკ მარტი კარეტო პოსტიდან გადადგა, ხოლო გუნდმა დი სტეფანოს კონტრაქტის კუთვნილ უფლებებზე უარი თქვა.




აუ ჩემი რა უხვგოლიანი საფეხბურთო დღე გამოვტოვე (( პრემიერ ლიგა გინდა თუ ლა ლიგა გინდა …
სუარესის დაბრუნების ამბავი იყო დღევანდელიეს შედეგი? თუ …
მესის მგონი ძაან გაუტკბა ტრიბუნაზე ჯდომა