რაფაელ ვან დერ ვაარტი ამბობს, რომ ჰოლანდიელ მცველს “ოქროს ბურთის” მოგების შანსი აქვს, თუმცა როგორც არ უნდა გაუნაწყენდეს ის, მესი მაინც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იქნება.
ჰოლანდიის ყოფილ ვარსკვლავს, რაფაელ ვან დერ ვაარტს თუ დავუჯერებთ, ვირჯილ ვან დაიკი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც მესიზე უკეთესი ფეხბურთელი, თუნდაც “ოქროს ბურთის” მოგების შემთხვევაში. “ლივერპულის” ცენტრალური მცველი ვან დაიკი მოხვედრილია იმ პრეტედენტთა შორის, რომლებიც საუკეთესო ინდივიდუალური პრიზის მოგებისთვის იბრძოლებენ. მისთვის 2019 წელი არაჩვეულებრივი იყო, რადგან ის წინა სეზონში, წითლებს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარა.
თუ იგი “ოქროს ბურთს” მოიგებს, მაშინ ჰოლანდიელი იქნება პირველი მცველი 2006 წლის შემდეგ, რომელმაც ეს პრიზი მოიგო. წინათ ეს მსოფლიოს ჩემპიონის, იტალიის კაპიტანმა, ფაბიო კანავარომ მოახერხა. რაფაელ ვან დერ ვაარტი, ვან დაიკის თანამემამულე, არ უარყოფს მცველის როლს გუნდში და ხედავს მას გამარჯვებულად არაჩვეულებრივი სეზონის გამო.
მცველი დასახელდება მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ?
მას ჰკითხეს შეიძლება თუ არა მცველს ეს ჯილდო გადაეცეს, რაზეც ვან დერ ვაარტმა უპასუხა: “დიახ, რა თქმა უნდა, რატომაც არა? ფეხბურთელების შედარება არ შეიძლება. თუ თქვენ მცველს აირჩევთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი მესიზე უკეთესია. საჭიროა თვალყური ადევნო, რას იგებს იგი, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი გუნდისთვის. ვნახავთ რაც მოხდება.” – ციტირებს TMW.
მან ასევე ისაუბრა ჰოლანდიის ნაკრებზე, ფრენკი დე იონგსა და კუმანზე:
“ჩვენ გაგვიმართლა, რადგან ამ მომენტისთვის ბევრი კარგი ტალანტი გვყავს დე ლიხტის, ფრენკი დე იონგისა და ვირჯილ ვან დაიკის სახით,” – დაამატა მან.
“კუმანმა გუნდში სტაბილურობა მოიტანა. ხედავთ, რომ ყველას მოწონს ჰოლანდიის ნაკრების მაისურით თამაში. ადრე ასე არ იყო.”
კაი ერთი 😀
კუმანი გვინდა ტრენერად მოგვაშორეთ ვალვერდეე! ძააან მაგარ ხოდზე ყავს ჰოლანდია კუმანს და ბარსელონასაც მაგრად მოხოდავს
ვან დაიკი 28 წლისაა..სად იყო აქამდე?? ეს რო 19-20 წლის ასაკში გამოჩენილიყო რა ომი წავიდოდი ამის დათრევაზე..ეხლა კიდე მიდის ნელელა ასაკისკენ..2-3 სეზონს ჩაატარებს ესეტ დოეზე
მე არ მიმაჩნია სწორად მცველი და თავდასხმცრლი ერთმანეთს შეადარო.
ვან დეიკი შავ სამუშაოს ასრულებს და არ ჩანს. თავდასხვმელი კიდე 1 რო გააკეთოს ორმაგად ჩანს. საერთოდ არც ის მომწონს სხვადასხვა პოზიციებს რო ერთმანეთს ადარებენ
მესი თანამედროვე ფეხბურთში ღმერთია
ვირჯილი კიდე მცველებში 2 . კანავაროს 2006 წლის სეზონი ისტორიას დარჩება.
ვან დეიკი ტალანტი აღარაა 27 წლისაა 😂
ვან დე ბეიკი უნდა მოეხსენებინა ტალანტებში
სანამ ლიგას არ მოიგებს მესი ან რონალდო
სხვა მესამეს მიცემენ სავარაუდოდ.
ეხაც ვირჯილი აიღებს 100%
რათქმა უნდა