workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” იკარგება. საუკეთესო გამოსავალი – პეპის დაბრუნებაა (ნაწილი I)

“ბარსელონა” იკარგება. საუკეთესო გამოსავალი – პეპის დაბრუნებაა (ნაწილი I)

ჟოზეპ გვარდიოლამ ფრანკ რაიკარდი 2008 წელს შეცვალა და წარმოუდგენელი გუნდი ააწყო. მისი წასვლის შემდეგ “ბარსელონა” ინერტულ სიტუაციაშია: ნელ-ნელა მისი ეპოქის ფეხბურთელები მიდიან, მაგრამ არ შეიძლება ითქვას ის, რომ ეს ყველაფერი წარმატებით მიმდინარეობს. “ბარსა” უკვე ის დომინანტი კლუბი აღარაა. სტილის 100%-იანი ერთგულება აღარ არსებობს და ახალ-ახალი იდეებით თავს ვერავინ იჩენს. გასულ ათ წელთან შედარებით, გუნდი საკუთარი თავის გაუარესებული ვერსია ხდება.

ყოველ სეზონში “ბარსელონა” მესიზე უფრო მეტად დამოკიდებული ხდება, მაგრამ ეს გამოსავალი არაა. ლეო არაჩვეულებრივია, მაგრამ ერთ ფეხბურთელზე მიჯაჭვება, კიდევ უფრო დიდ სტრუქტურულ პრობლემებს წარმოშობს.

“ბარსელონას” გულშემატკივართა სოლიდური ჯგუფი ჟოზეპ გვარდიოლას დაბრუნებას ელოდება და ყველა სხვა მწვრთნელს აკრიტიკებს არა იმიტომ, რომ მათ ბევრი მინუსები აქვთ, არამედ იმიტომ, რომ ისინი მათი კერპისგან ძლიერ განსხვავდებიან. არსებობს სამი მიზეზი, თუ რატომაც უყვართ გვარდიოლა.

პირველი, თუ ციფრებით ვიმსჯელებთ, მაშინ პეპი საუკეთესო მწრვთნელია კლუბის ისტორიაში. 4 წლის განმავლობაში (2008-2012) მან 14 ტიტული მოიგო.

მეორე, მისი ზემოქმედება თამაშის სტილზე. ამ საკითხში მას მარტო იოჰან კრუიფი თუ შეიძლება შევადაროთ. “მფრინავმა ჰოლანდიელმა” 80-ანების დასასრულს კატალონიაში შემტევითი სტილი დანერგა, რომელიც მკაფიო პოზიციურ პრიციპებზე იყო დაფუძნებული – და რევოლუცია მოახდინა. გვარდიოლამ აითვისა მისი გაკვეთილები და 20 წლის შემდეგ თანამედროვე “ბარსელონაში” იგივე გააკეთა. პეპმა იოჰანის პრინციპები თანამედროვე ფეხბურთში გადმოიტანა და ბევრ ასპექტში გუნდი რადიკალურად სხვა დონეზე აიყვანა.

მესამე, პეპი – კლუბის აკადემიის აღზრდილია, კატალონიელი, რომელიც 100%-ით ერთგულია კლუბისაც და რეგიონისაც. ის ბარსელონიზმის იდეალური ხატია.

პრობლემების გადაჭრისთვის, სტილით, გვარდიოლას ვერავინ ჯობია (შესაძლოა, მხოლოდ ჩავი, მაგრამ მისთვის ჯერ კიდევ ადრეა), თუმცა ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ფანტაზიებია.

ახლა გუნდს ჟოზეპ მარია ბართომეუ მართავს. სწორედ მისი და სანდრო როსელის გამო დატოვა პეპმა გუნდი 2012-ში. დაბრუნების პერსპექტივა რეალურია თუ პრეზიდენტი ისევ ჟოან ლაპორტა გახდება (ის ყოველთვის პეპისა და იოჰანის იდეებს იზიარებდა). ან თუნდაც ვიქტორ ფონტი – ახალი ადამიანი, რომელიც 2021 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ხშირად ეკონტაქტება ჩავის და კლუბის ღირებულებებს იზიარებს, რომლებიც იოჰანმა დანერგა.

და მაინც, წარმოვიდგინოთ პეპის უეცარი დაბრუნება ახლანდელ “ბარსაში” – რას გააკეთებდა იგი ამ შემადგენლობით და როგორ მოაგვარებდა პრობლემებს?

როგორ გარდაქმნა მან ყოფილი გუნდები

ჩვენ გვაქვს სამი მაგალითი – “ბარსელონა”, “ბაიერნი” და “მანჩესტერ სიტი”. აქ საქმე არ გვაქვს სუფთა ფიზიკურ თვისებებთან, არამედ იმასთან, რომ თამაშს არცერთ წამში არ გამოვეთიშოთ. ასაკოვან ფეხბურთელებს ეს ხშირად არ ახასიათებთ. ისინი მონაკვეთებით თამაშობენ, შემდეგ კი პაუზას იღებენ. კატალონიელის ფეხბურთი ამას არ აკეთებს: როდესაც გუნდს ბურთი უჭირავს, ფეხბურთელები მუდმივად ფიქრობენ და იჭერენ პოზიციებს, ბურთისა და პარტნიორების გადაადგილებასთან მიმართებაში. როდესაც გუნდს ბურთი არ აქვს, ადგილი აქვს ინტენსიურ პრესინგს.

მაგალითისთვის, ბერნარდუ სილვამ ლეროი სანე შემადგენლობიდან ამოაგდო. თეორიულად გარემარბის პოზიციაზე ლეროი სანე 10-ჯერ უფრო კარგია, თუმცა გერმანელი ხშირად ვარდება თამაშიდან სილვასთან შედარებით, რომელიც ყოველთვის აქტიურია და ყოველთვის 150%-ით იხარჯება უბურთოდ თამაშის დროს. გვარდიოლა ამას აფასებს.

ფეხბურთელები, რომლებიც გვარდიოლას მეთოდებში ვერ ჯდებიან, გუნდში ვერც დარჩებიან. თვით ვარსკვლავების ლოგიკაც, “მე ვითამაშებ სწორედ ისე, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდი”, გვარდიოლასთან არ გადის. კითხეთ ტიერი ანრის, რომელმაც პირველ ტაიმში გოლი გაიტანა, ხოლო შესვენებაზე სათადიგო სკამისკენ გაეშურა, რადგან შეტევების განხორციელების დროს, სათამაშო დისცპილინებს ვერ იცავდა.

პეპი შესანიშნავად ითვლის იმ ფეხბურთელების პოტენციალს, რომლებიც საზოგადოებრივმა აზრმა დაიწუნა. ყველაზე ნათელი მაგალითია – ჩავი. გვარდიოლამ მაშინვე მოიცილა რონალდინიო და დეკუ (ეტო’ოს მოშორებაც სურდა), ხოლო ჩავის პირიქით, დაჩქარებით მისცა უმნიშვნელოვანესი როლი. ახლა ეს ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ იმ დროს ჩავი, არცთუ ისე პოპულარული ფიგურა იყო “ბარსელონაში”. თამაში ისე არ იყო აწყობილი ბურთის ფლობაზე, ამიტომაც ჩავისა და ინიესტას უჭირდათ. ჩავი თვითონაც კი ყვებოდა, რომ 2008-ში, მან “ბაიერნისგან” კარგი წინადადება მიიღო და ალბათ წავიდოდა კიდეც, მაგრამ გვარდიოლამ სიტუაცია შეცვალა. პეპმა აუხსნა მას თუ როგორ ააწყობდა თამაშს.

გვარდიოლა ხედავდა პოტენციალს ჩავისა და ინიესტაში, მანამ სანამ ეს მეინსტრიმული გახდებოდა. ჯერ კიდევ 2007-ში, იგი El Pais-ის სვეტში წერდა: “თუ ჩვენ ფეხბურთის თამაშზე ვლაპარაკობთ (“ბარსაში”), გვყავს ორი საუკეთესო ნახევარმცველი მსოფლიოში.”

“სიტიშიც” პეპმა არასტანდარტულად შეაფასა ფეხბურთელთა პოტენციალი. მაგალითად, საერთოდ მოაშორა სასტარტოს იაია ტურე, მაგრამ დატოვა ფერნანდინიო – ასაკოვანი ნახევარმცველი, რომელიც არასდროს თამაშობდა მაკონტროლებელი საყრდენის პოზიციაზე და საერთოდაც არცთუ ისე უხდება კატალონიელის ტექნიკურ ფეხბურთს. პეპმა მას საყრდენის პოზიცია მისცა – ბრაზილიელმა ადაპტაცია გაიარა. იგივე მოხდა კევინ დე ბრუინის შემთხვევაშიც, რომელსაც კატალონიელთან მუშაობამდე, რვიანის პოზიციაზე არასდროს უთამაშია.

შემადგენლობის შეფასების ასეთი ფორმულა არსებობს: რამდენად კარგად მუშაობენ ფეხბურთელები ბურთით ზეწოლის დროს და შეუძლიათ კომბინირება (1), რამდენად კარგად აპრესინგებენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბურთს კარგავენ (2), რამდენად კარგად ფიქრობენ მოედანზე, გამოთიშვის გარეშე (3) და რამდენად მზად არიან და შეუძლიათ მოერგონ პეპის უხეშ ფილოსოფიას (4). მოდით გამოვიყენოთ იგი ახლანდელ “ბარსაში”.

დაცვასა და ნახევარდაცვაში გაძლიერება საჭირო არაა

როდესაც გვარდიოლა მიდის ახალ გუნდში, ცვლილებები უმეტესად მოედნის ცენტრში ხდება. თავდამსხმელებს და მცველებს, როგორც წესი, უადვილდებათ სხვადასხვა თამაშის სტილს მოერგონ. ნახევარდაცვაში საჭიროა ძალიან სპეციფიკური თვისებები, რომელთა გამომუშავებაც მომწიფებულ ასაკში ცოტა რთულია – ტექნიკური აღჭურვილობა, ზეწოლის დროს მუშაობა, კომბინაციური ფეხბურთის გაგება და ა.შ.

“ბარსელონაში” პეპმა თამაში ჩავისა და ინიესტაზე ააწყო, შემდეგ კი მათ ბუსკეტსი დაუმატა, რომელიც სტილისტურად უფრო უხდებოდა გუნდს. “ბაიერნში” იყიდეს ტიაგო ალკანტარა, ლამი და ალაბა ხშირად გვხვდებოდნენ ცენტრში და შემდეგ იყიდეს ჩაბი ალონსოც. “მანჩესტერ სიტის” ნახევარდაცვა კი მთლიანად გარდაიქმნა.

“ბარსელონა” ამ მომენტისთვის მთლიანად დაკომპლექტებულია. ტრანსფერის გაკეთების არანაირი საჭიროება არ არსებობს. მასში არის ბევრი ახალგაზრდა ფებუხთელი “ბარსას” დნმ-ით, რომელთაც უბრალოდ მათი სტილის მწვრთნელი სჭირდებათ. იდეალური სისტემა გვარდიოლასთვის.

ბუსკეტსი, ფრენკი დე იონგი, არტური, ალენია, რიკი პუჩი და ასევე ორიოლ ბუსკეტსი (“ტვენტეში” განათხოვრებული), ალექს კოლიადო და მონჩუ “ბარსა ბ”-დან. ყველა ჩამოთვლილი იდეალურად ჯდება პოზიციური ფეხბურთის კონცეფციაში. არჩევანი იმდენად დიდია, რომ ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან რომელიმეს “ბარსადან” წასვლა აუცილებლად მოუწევდა, ხოლო რამდენიმეს (მაგალითად, დე იონგსა და არტურს) მოუწევდა თამაშის მანერის შეცვლა.

დაცვა, ერთი შეხედვით არ მიიღებდა დიდ ცვილებებს. ყველა ცენტრალურ მცველს შეუძლია კარისგან მოშორებით თამაში და მონაწილეობის მიღება “ბილდ-აპში” – ესენი საკვანძო მახასიათებლებია გვარდიოლას ფეხბურთში. ფლანგის მცვლების როლები გუნდებში პეპისთვის შეიძლება სხვადასხვა იყოს: მწვრთნელს შეუძლია მოერგოს ფეხბურთელებს. ალბას, მაგალითად, ექნებოდა წინ წასვლის თავისუფლება, როგორც მენდის “სიტიში”. სერჟი რობერტო უფრო მეტად ცრუ ფულბექს ერგება, რომელიც გვარდიოლამ “ბაიერნში” ლამისა და ალაბასთვის მოიფიქრა.

მესი ცრუ ცხრიანის პოზიციას დაუბრუნდება

მთავარი საკითხი – როგორ მოაგვარდება გვარდიოლა მესისა და ლუის სუარესის პრობლემას?

ახლანდელი განლაგებით კლასიკური, პოზიციური ფეხბურთის თამაში ძალიან რთულია “ბარსასთვის”. მესი ფორმალურად მოქმედებს მარჯვნივ, მაგრამ ყოველთვის ცენტრში შედის, ამიტომ შეტევის მარჯვენა ფლანგის მაქსიმალურად გაჭიმვას ვერავინ უზრუნველყოფს.

არის ასევე პრესინგის პრობლემა – მესი გათავისუფლებულია უბორთოდ თამაშისგან, ამიტომ მაღალი პრესინგი გამორიცხულია. არის პრობლემა კონტრპრესინგთან. იმის შესახებ, რომ მესი არაპირდაპირ ვნებს “ბარსელონას”, ღიად თქვეს ლუი ვან გაალმა და კლოდ პიუელმა. ფრანგმა აქვე სუარესიც ახსენა, რომელიც ბოლო სეზონებში უბურთოდ ძალიან ცოტას მუშაობს.

როდესაც გვარდიოლა “ბარსელონას” მწვრთნელი იყო, ასეთი პრობლემის მოგვარება მას უკვე მოუხდა. მან მესი ცრუ ცხრიანის პოზიციაზე გადაიყვანა, ხოლო ფლანგზე დროთა განმავლობაში თავი შრომისმოყვარე პედრომ დაიმკვიდრა. ამის შემდეგ, მესის მხოლოდ ცენტრალური მცველების პრესინგი ევალებოდა

და ამით იგი უფრო გამოსადეგარი იყო შეტევების დროს. ფლანგზე არა მხოლოდ მეტი პრესინგის განხორციელება გიწევს, არამედ ისიც, რომ მეტქე გუნდის ფლანგის მცველებს სდიო. თავდასხმის ცენტრის დროს ასეთი სიტუაციები გამორიცხულია. ასეთი გადაწტვეტილება ახლა ოპტიმალური იქნებოდა.

სხვა საკითხავია – როგორ იმოქმედებდა ეს თავდასხმაში.

მესი, რომელმაც მსოფლიო ცრუ ცხრიანის პოზიციაზე თამაშით გააოცა და 91 გოლი გაიტანა 2012-ში, იყო ბევრად უფრო ახალგაზრდა და ენერგიული, შესაბამისად მას შეეძლო მცველების ზურგს უკან სირბილი. ახლა ლეო ამას მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში აკეთებს. მას უყვარს ხაზებს შორის ბურთის მიღება და მისი მოედნის ცენტრში გადაგზავნა. ამისათვის მას სჭირდება ფორვარდი, რომელიც ცენტრალური მცველების ყურადღების გადატანას საკუთარ თავზე აიღებს. ახლა უკვე ამ პრობლემის გადაჭრა დე იონგს შეუძლია, იდეალურ შემთხვევაში ლეო ბურთისკენ აღარ წაიწევს.

საჭიროა გაგება, რომ ცრუ ცხრიანის როლის შესრულება ერთ-ერთი ყველაზე რთული რამაა ფეხბურთში. ამ პოზიციაზე იდეალურად თამაში მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. თვით აზარიც კი, რომლის დაყენებასაც სარი წინა სეზონში ცენტრში ცდილობდა, ბოლომდე ვერ გაიხსნა და უფრო სასარგებლო ფლანგზე იყო, სადაც მას უფრო ცოტა მეურვე ჰყავდა. სხვათა შორის, სარიმ ასეთი გადაწყვეტილება ბევრი მიზეზის გამო მიიღო, რადგან თავდაცვის ხარისხის ქმედებებზე ზრუნავდა. მას უნდოდა, რომ აზარს უბურთოდ ნაკლები ემუშავა და დარჩენილიყო უფრო ენერგიული. ასეთივე პრინციპებით მოქმედებდა გვარდიოლა, როდესაც მესი თავდასხმის ცენტში გადაჰყავდა.

ნათარგმნია Barcamania.ge-სთვის Sports.ru-დან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • საბა მიქელაძე
    schedule 13 სექ 2019, 03:23
    #6

    ციტატა: azulgerana
    რა უაზრობაა რაღაცეებს წერთ ისიც არ იცით რატომ წავიდა ნამდვილი მიზეზი ქურდი ხელმძღვანელობის ზეწოლა იყო. მათ ეგონათ კლუბი ისეთ მაგარ ფორმაშია რომ ტატა მარტინიოც კი გაწვრთნისო არ უნდოდათ პეპზე ხელფასის მომატება, ეს ყველაფერი მესის დამსახურება ეგონათ და ან არ ეგონათ და მოკლედ გუნდი დაანგრია ბართომეუმ.

    და სტატიაში რა წერია? 🙂

  • gio basi
    schedule 13 სექ 2019, 00:47
    #5

    სანამ არ შეიცვლება დირექტორთა საბჭო მანამ არ მოვა ისეთი პიროვნება მწვრთნელად ვინც კრუიფის იდეებს დააბრუნებს

  • Wayne ♛♛♣♣
    schedule 12 სექ 2019, 22:10
    #4

    მართლა დავიკარგებით ვალვერდეს და ბართომეუს ხელში დავიჯერო ვინმე არ არის ხელმღვანელობაში ისეთი რო გააგდოს ბართომეუ და ვალვერდეც?

  • Johan Cruyff 14
    schedule 12 სექ 2019, 21:49
    #3

    გვარდიოლა უნდა მხოლოდ ბარსელონას <3

  • 10გიო10
    schedule 12 სექ 2019, 20:55
    #2

    კარგი სტატიაა სააღოლ <3 rac Seexeba mwvrTnels,udidesi survili maqvs rom gvardi dagvibrundes da samwvrTnelo karieris bolomde barsasi darches…arc valdesi da xavi iqneba cudi varianti mTavari isaa rom iseTi moviyvanoT romelsac barsa suliT da gulit eyvareba,magram gansakutrebit mainc gvardi minda gvardiiiiiiiiiiiiii

  • Messi and barca 😘😘
    schedule 12 სექ 2019, 20:48
    #1

    სულ არ მინდა ნეიმარი ოღონდ ეს დაბრუნდეს👌