12 სექტემბერი “ბარსელონას” ისტორიის ერთ-ერთი განუყოფელი თარიღია.
1995 წლის, 12 სექტემბერს, UEFA-ს თასის ეგიდით გამართულ შეხვედრაში “ბარსელონამ” სტუმრად “აპოელ ბიერ შევას” 7:0 მოუგო და ევროსარბიელზე ყველაზე დამანგრეველი გასვლითი გამარჯვება მოიპოვა.
ზუსტად 13 წლის წინ, “ბლაუგრანამ” თავისი არსებობის ისტორიაში პირველად ჩაატარა შეხვედრა მაისურზე გამოსახული სპონსორით. “UNICEF”-ის ლოგოტიპიან ფორმაში გამოწყობილმა კატალონიელებმა “ლევსკი” 5:0 დაამარცხეს. მატჩის გმირი სამუელ ეტო’ო გახდა, 3 შედეგიანი პასისა და 1 გოლის ავტორი.